ვებსაიტი, სადაც საქმროს ქირაობ

ვებსაიტი, სადაც საქმროს ქირაობ

პარტნიორის მოძებნა რთული საქმეა, ამიტომ ჩინეთში მარტოხელა ქალები სასურველ პარტნიორს სპეციალურ ვებსაიტზე ეძებენ. შეიძლება ამას ერთგვარი შოპინგი ვუწოდოთ.

ვებსაიტის წყალობით, ქალს შეყვარებულის დაქირავება მინიმუმ 3 დღით შეუძლია. ქალი ყველაფერში ფულს იხდის: სადილი რესტორანში, გასეირნება პარკში, წასვლა შოპინგზე, ფასიანია კოცნაც, მხოლოდ ხელის ჩაკიდებაა უფასო. ფულის გადახდა არ მოგიწევთ, თუ შუბლზე, ან ლოყაზე კოცნას დაჯერდებით.

ჩინეთში მარტოხელა ქალი ცუდ ასოციაციას იწვევს, გოგონები და ბიჭები განსაკუთრებით ახალ წელს ერიდებიან მარტო შეხვედრას, როდესაც ოჯახის წევრები გრანდიოზულ დღესასწაულს მართავენ. ამ წესების გამო მთელ ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა გაცნობის საიტები, ან პარტნიორის დაქირავების სერვისი. 

მომზადებულია peopledaily.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს