19 წლის გოგონა, რომელსაც საშვილოსნო არ აქვს

19 წლის გოგონა, რომელსაც საშვილოსნო არ აქვს

ინგლისში მცხოვრები 19 წლის გოგონა ჯეკი ბექი საშვილოსნოს გარეშე დაიბადა - მას არ აქვს საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი.

გოგონამ საშინელი დიაგნოზი მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ექიმს ზურგის ტკივილით მიაკითხა. მას არ აქვს მენსტრუაცია და როგორც ამბობს, რამდენიმე წელი გინეკოლოგთან მხოლოდ იმიტომ არ მიდიოდა, რომ ფიქრობდა, ციკლი უახლოეს პერიოდში დაეწყებოდა. გინეკოლოგის თქმით, გოგონას ვერასდროს ექნება სექსი და არ ეყოლება შვილები.

ჯეკი სხვა თანატოლების მსგავსად ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმით ცხოვრობდა და ვერასდროს იფიქრებდა, რომ ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მეგობრებისგან, მეზობლებისგან ან ნათესავი გოგონებისგან განსხვავებული ვიყავი. ექიმის დიაგნოზი საშინელება იყო, ვერაფრით ვიჯერებდი. საავადმყოფოდან განადგურებული წამოვედი - წამში დამენგრა მომავალი, გავაცნობიერე, რომ მშობიარობისა და შვილის ყოლის ბედნიერებას დავემშვიდობე. გინეკოლოგმა ისიც კი მითხრა, რომ თუ პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობა მომინდებოდა, ჯერ ქირურგიული ჩარევა დამჭირდებოდა.

14 წლის ასაკში კოლეჯის მეგობრები უკვე მენსტრუაციაზე საუბრობდნენ, მე კი ვერაფერს ვამბობდი. ეხლა 19 წლის ვარ და ვიცი, რომ რამდენიმე წელში საკუთარი ბავშვი მომინდება და ეს უიმედობა მომკლავს. ვფიქრობ, ბავშვს ვიშვილებ, ან სუროგატ დედას მოვძებნი. იმედია ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი მამაკაცი, რომელიც ჩემნაირ გოგონას შეიყვარებს", - ამბობს ჯეკი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს