მეცნიერებმა თვალის ფერის სამუდამოდ შეცვლის ხერხს მიაგნეს

მეცნიერებმა თვალის ფერის სამუდამოდ შეცვლის ხერხს მიაგნეს

ნიუ-იორკში კლინიკა Island Eye Surgicenter-ის მკვლევარებმა თვალის ფერის 15 წუთში სამუდამოდ შეცვლის უნიკალურ მეთოდიკას მიაგნეს.

ოპერაციის დროს თვალში სილიკონის იმპლანტანტს ათავსებენ, რომელიც თვალის ფერად გარსს ფერს უცვლის. ამ პროცედურის ხანგრძლივობა სულ რაღაც 15 წუთს შეადგენს და ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება.

ხელოვნური იმპლანტანტები გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, კერძოდ ჰეტეროხრომიის - რომლის დროსაც ადამიანის თვალის ფერად გარსს განსხვავებული შეფერილობა აქვს.

სიახლის კოსმეტიკური მიზებისთვის გამოყენებაც შეიძლება - ახლა ყველა მსურველს შეეძლება ბუნებრივი თვალის ფერი შეიცვალოს. უფრო მეტიც, თუ პაციენტი ოპერაციის შემდეგ შედეგით უკმაყოფილო დარჩება, იმპლანტანტის ამოღება მარტივად შეიძლება.

მომზადებულია Likar.info-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს