იაპონელებმა წლის ავტომობილი დაასახელეს

იაპონელებმა წლის ავტომობილი დაასახელეს

იაპონიური პრემია "2014 წლის ავტომობილის" მფლობელი დასახელდა. მას ყოველწლიურად იაპონიის ავტომობილების ექსპერტებისა და ჟურნალისტების ასოციაცია ასახელებს (RJC). იაპონელების აზრით, 2014 წლის საუკეთესო ავტომობილი სედანი Mazda6-ია, რომელიც შიდა ბაზარზე იყიდება სახელით Atenza.

Mazda6-ის მთავარი კონკურენტები კრასოვერი Mitsubishi Outlander PHEV და მსუბუქი ავტომობილი Honda Fit იყვნენ. ექსპერტებმა სედანი Mazda-ს ეკოლოგიური ბენზინის ძრავი SkyActiv-G და დიზელის SkyActiv-D-ი აღნიშნეს.

იაპონიის პრემია "წლის ავტომობილს" სერიულ ავტომობილებს ანიჭებენ, რომლებიც გაყიდვაში წინა წლის 1-ელი ნოემბრიდან ამა წლის 31 ოქტომბრამდე ჩაეშვა. ნომინაციაში "უცხოური წარმოების საუკეთესო ავტომობილი" ჰეჩბეკმა Volvo V40-მა გაიმარჯვა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს