2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაპროექტებული სტადიონი ვაგინას ჰგავს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაპროექტებული სტადიონი ვაგინას ჰგავს

ამ დღეებში ყატარში 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი სტადიონის პროექტი წარმოადგინეს, რომელსაც მუნდიალისთვის ალ-ვაკრის რეგიონში ააშენებენ. დიზაინის ავტორების ჩანაფიქრით, არენა ფორმით ტრადიციულ არაბულ ნავს უნდა ჰგავდეს. თუმცა დასავლელმა ჟურნალისტებმა წარმოდგენილ ესკიზებში მკაფიო სექსუალური ქვეტექსტი დაინახეს - სტადიონმა ფორმითა და შეფერილობით ქალის ანატომიასთან პირდაპირი ასოციაცია გამოიწვია.

45 000 -ადგილიანი 120 მლრდ დოლარის ღირებულების არენის პროექტი საერთაშორისო დიზაინერულმა ფირმა AECOM-მა ზაჰი ჰადიდის არქიტექტურულ სტუდიასთან თანამშრომლობით შეიმუშავა. შემქმნელებმა განმარტეს, რომ ისინი არაბულმა ნავმა შთააგონა,"რომელსაც ადგილობრივი მეთევზეების მრავალი თაობა გადაჰყავდა".

"ნებისმიერი გამჭრიახი ადამიანი სწრაფად ამოიცნობს, რომ შენობა უზარმაზარ ვაგინას ჰგავს",- წერს კალი ბეუსმანი ფემინისტურ ბლოგ Jezebel-ში. მაგრამ მისი აზრით, ეს ცუდი არ არის: "ყოველი ქალაქის ჰორიზონტი ნისლში გახვეულ პირქუში ფალოსების წყობას ჰგავს. ვფიქრობ, დროა ჩვენ გარკვეული არქიტექტურული პატივისცემა იონისადმი გამოვხატოთ".

"ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სასქესო ბაგეებია",- განაცხადა ჟურნალ Esquire-თან Cosmopolitan.com-ის სექსისა და ურთიერთობების გაყოფილების რედაქტორმა ანა ბრესლოუმ.

"მსოფლიოში, სადაც ვაგინას სპორტში ნაკლებ აფასებენ, ეს შეიძლება კარგი ნაბიჯი იყოს. ბოლოს და ბოლოს, 45 000 ადამიანი კიდევ ერთხელ რატომ არ უნდა დაჯდეს ქალის რეპროდუქციულ სისტემაში",- წერს ოლი ბეკსტერი The Guardian-ში.

როგორც The Daily News აღნიშნავს, პროექტზე ასეთი რეაქცია დასავლეთში ამხიარულებთ, მაგრამ შესაძლოა ყატარის ისლამური მთავრობისთვის გარკვეული სირთულეები შექმნას, რომლებიც შარიათის კანონებით ხელმძღვანელობენ და სექსუალურ თავისუფლებას არ მიესალმებიან.

მომზადებულია The Daily News-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს