ობამასა და კემერონის "სელფშუტი" მანდელას პანაშვიდზე ინტერნეტსენსაცია გახდა

ობამასა და კემერონის "სელფშუტი" მანდელას პანაშვიდზე ინტერნეტსენსაცია გახდა

ნელსონ მანდელას პანაშვიდზე, სადაც მსოფლიო ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საპატიო სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეულნი, ფოტოგრაფებმა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და დანიის პრემიერ-მინისტრი ჰელე ტორნინგ-შმიტი უხერხულ სიტუაციაში შენიშნეს.

როდესაც შეკრებილი საზოგადოება ნელსონ მანდელას გაწეულ ღვაწლს იხსენებდა, მსოფლიო ლიდერები ე.წ. "სელფშუტით" ერთობოდნენ - ობამა, კემერონი და ტორნინგ-შმიტი სმარტფონის წინ პოზირებდნენ, რომელიც ჰელეს ეჭირა.

როგორც კადრიდან ჩანს, მომღიმარი სამეულისგან მოშორებით ზის აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა. მიშელს განსაკუთრებულად მკაცრი გამომეტყველება მაშინ აქვს, როდესაც მისი მეუღლე ჰელეს თბილად უღიმის და მეგობრულად მხარზე ხელს ადებს.

ფოტო ინტერნეტსენსაციად იქცა - უამრავმა ადამიანმა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გაიზიარა. ფოტოებს აზრთა სხვადასხვობა მოჰყვა.

მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს