მედიტაციას შეუძლია გენები შეცვალოს

მედიტაციას შეუძლია გენები შეცვალოს

ვისკონსინის უნივერსიტეტისა და ბარსელონას ბიოსამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ მედიტაცია რეალურად ახდენს ორგანიზმზე გავლენას. ასევე, მედიტაცია იწვევს გენის ცვლას.

სპეციალისტებმა მოხალისეთა ორი ჯგუფი შეადარეს. პირველი ჯგუფი დაკავებული იყო ე.წ. საკუთარი თავის შეცნობის მედიტაციით, მეორე ჯგუფი კი უბრალოდ ისვენებდა. აღმოჩნდა, რომ 8 საათის შემდეგ მედიტირებული ჯგუფის წევრების ორგანიზმში დაფიქსირდა გენეტიკური და მოლეკულური ცვლილებები. მაგალითად, შემცირდა ანთებითი (აღმგზნები) გენების RIPK2 და COX2 ექსპრესია, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია სტრესთან.

აღნიშნული ცვლილებები მეტყველებს იმაზე, რომ სტრესული ჰორმონის, კარტიზოლის მაჩვენებელი მალე ჯდებოდა ნორმაში მას შემდეგ, რაც მოხალისეები სტრესს გადაიტანდნენ.

ეს პირველი სამეცნიერო კვლევაა, რომელიც მედიტაციასა და გენების მუშაობას შორის კავშირს ამტკიცებს. როგორც ჩანს, მედიტაციას შეუძლია გამოიწვიოს ეპიგენეტიკური ცვლილებები.

მომზადებულია meddaily.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს