ბავშვის ჩასახვამდე მამის კვება ჩვილის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას

ბავშვის ჩასახვამდე მამის კვება ჩვილის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას

ცნობილია, რომ ორსული ქალის რაციონი ნაყოფის განვითარებაზე გავლენას ახდენს. მაგრამ ახლა ასეთივე დასკვნა ჩვილის ჩასახვამდე მამის რაციონთან დაკავშირებით გაკეთდა, - წერს The Calgary Herald მაკგილის უნივერსიტეტზე დაყრდნობით.

დედის ორგანიზმში ვიტამინი В9-ის საკმარისი დონე უნდა იყოს, რომ მუცლის მოშლა ან თანდაყოლილი დეფექტები აღმოიფხვრას. ვიტამინი В9-ს ფოთლოვანი ბოსტნეული, ხილი, ხორცი და მარცვლეული შეიცავს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცისთვის ეს ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანია, რაც მღრღნელებზე ექსპერიმენტმა აჩვენა.

მამების რაციონი ვიტამინის დაბალი შემცველობით, დაკავშირებული იყო ბავშვის თანდაყოლილი დეფექტების რისკთან. ასეთი მამების შთამომავლობის 4%-ს თანდაყოლილი დეფექტები ჰქონდათ.

ბავშვების დაახლოებით 3% დეფექტებით იბადება და შემთხვევების 50%-ში, განვითარების მიზეზი დადგენილი არაა. ანუ რისკი თითქმის 30%-ით იზრდება. შესაძლოა, საქმე ვიტამინშია. ჭარბწონიანმა მამაკაცებმა, რომლებიც არასწორად იკვებებიან, შესაძლოა, ვიტამინი В9 არაეფექტურად შეითვისონ და ეს მათ სპერმის ხარისხზე აისახოს.

სპერმატოზოიდები მამაკაცის გარემოსა და რაციონის ისტორიას ინახავს. ანუ ეპიგენეტიკური ცვლილება ხდება. მაგრამ არსებობს პრობლემა: მეცნიერებმა არ იციან, როგორია ვიტამინის იდეალური დოზა და როგორ გავლენას ახდენს იგი ადამიანის გენომზე.

მომზადებულია The Calgary Herald-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს