ინდოელმა ქალმა 10 გარდაცვლილი ტყუპი გააჩინა

ინდოელმა ქალმა 10 გარდაცვლილი ტყუპი გააჩინა

ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეში მცხოვრებმა 28 წლის ქალმა ანიუ კუშვაჰამ 10 გარდაცვლილი ტყუპი გააჩინა.

ის მხოლოდ 12 კვირის იყო, როდესაც სამშობიარო ტკივილები დაეწყო. ვიდრე სამშობიარომდე მიაღწევდა, 9 ნაყოფი გზაში გააჩინა - მეათე კი სამშობიაროში და ისიც გარდაცვლილი იყო. Sanjay Ghandi Memorial-ის საავადმყოფოს წარმომადგენელი ექიმი პათეკი ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს, რომ "ბლოკში 12 კვირის ორსული მიიღეს და მკვდარი შობადობა დაფიქსირდა". ცნობილია, რომ ადრე ქალი უნაყოფობაზე მკურნალობდა.

"როგორც ჩანს, ინ ვიტრო ანუ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შემდეგ, ფეხმძიმობის პერიოდში რეგულარული დაკვირვება აღარ მოხდა", - აცხადებს ექიმი სუმიტრა იადავი.

როგორც გინეკოლოგები ამბობენ, ტყუპებზე ფეხმძიმობისას ნებისმიერი დამატებითი ჩანასახი ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის. მსგავს შემთხვევებში, ჩვილების ნახევარზე მეტი გარდაცვლილი იბადება, რადგანაც მათი ფილტვები განუვითარებელია. 1971 წელს რომში 15 ტყუპი გაჩნდა, მაგრამ ყველა ახალშობილი გარდაცვლილი დაიბადა.

მომზადებულია Times of India-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს