სპრეი, რომელიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმისას ფეხის ტკივილს გაგიქრობთ

სპრეი, რომელიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმისას ფეხის ტკივილს გაგიქრობთ

ყველა ქალმა იცის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სექსუალურია, მაგრამ ყოველდღე მისი ტარება შეუძლებელია, რადგანაც აუტანელი ტკივილი სდევს თან.

კომპანიაში Biochemistry სპეციალური სპრეი შექმნეს, რომელიც ფეხის ტკივილს 3 საათით აყუჩებს. მის შექმნაში ცნობილი პლასტიკური ქირურგი რენდალ ჰავორტიც მონაწილეობდა.

სპრეის "ქუსლები ტკივილის გარეშე" ჰქვია. მათ სპრეის შექმნის იდეა თანამშრომელმა ქალებმა შთააგონეს, რომლებიც ყველა წვეულებაზე ტკივილის შესამსუბუქებლად სისტემატურად იხდიდნენ ქუსლიან ფეხსაცმელს და ისე ცეკვავდნენ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, სპრეი გაყიდვაში შეერთებულ შტატებში გამოვა და ქალებს მისი შეძენა ახალ წლამდე შეეძლებათ.

სპრეის ღირებულება 15 დოლარია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს