ნიგერიაში 1000 წყვილი ერთდროულად დაქორწინდა

ნიგერიაში 1000 წყვილი ერთდროულად დაქორწინდა

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერიაში 1000 მუსულმანი წყვილი ერთდროულად დაქორწინდა.

ქალაქ კანოში მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მყარი ოჯახების შექმნას უწევს პროპაგანდას, კიდევ ერთი მასობრივი ქორწინება ჩატარდა. წყვილები ადრე განქორწინებულები იყვნენ.

"ჩვენს შტატში განქორწინების დიდი მაჩვენებელია. ამის გამო ქალები შვილებს ოფიციალური ქორწინების გარეშე აჩენენ და შემდეგ ნაგავსაყრელზე ტოვებენ; ეს დამოკიდებულება სოციალურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს", - ამბობს დეპუტატი აბდულა უმარ განდუჯე.

იმისთვის, რომ ქვეყანაში კაცები დაუქორწინებლები არ დარჩნენ, მთავრობა ყოველ წელს მასიურ საქორწინო ცერემონიებს აწყობს, პატარძალს ფულითა და ავეჯით ამარაგებს და საქმროს ბიზნესის წამოწყებაში ეხმარება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს