საახალწლო რიტუალები - როგორ ჩავიფიქროთ სურვილები?

საახალწლო რიტუალები - როგორ ჩავიფიქროთ სურვილები?

რამდენიმე დღეში ახალი, 2017 წელი შემობრძანდება.

ამბობენ, ამ ჯადოსნურ ღამეს ყველა ნატვრა და სურვილი ასრულდებაო და იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ღამის 12 საათზე სურვილს არ უთქვამდეს. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ რიტუალებს, რომელსაც ადამიანები ახალი წლის ღამეს ატარებენ:

1. ვიდრე ღამის 12 საათი შესრულდება, ფურცელზე სურვილი დაწერეთ, დაწვით და შამპანიურის ჭიქაში დაფერფლეთ, შემდეგ კი დალიეთ - ეს ყველაფერი 1 წუთში უნდა მოასწროთ.

2. თუ გაინტერესებთ, ამ წელს დაოჯახდებით თუ არა, მაშინ საღამოს სახლის კარი გააღეთ, ღია კარისკენ ზურგით დადექით, გაიხადეთ მარცხენა ფეხსაცმელი და მხარს მიღმა გარეთ გადააგდეთ. თუ ფეხსაცმლის წვერი სახლის მხარესაა მიმართული პირად ცხოვრებაში სიახლეს არ უნდა ელოდოთ, თუ პირიქით მაშინ გაგიმართლებთ.

3. ასევე პოპულარულია პატარა ფურცლებზე სურვილების ჩამოწერა და ბალიშის ქვეშ დაწყობა. დილით ბალიშიდან მხოლოდ ერთი ფურცელი აიღეთ და წაიკითხეთ - რა სურვილიც ფურცელზე დაწერეთ, აგისრულდებათ.

4. საახალწლო სუფრაზე ყურძენი დადეთ. როდესაც საათი წამების ათვლას დაიწყებს, თითო მარცვალი მიირთვით და სურვილი ჩაიფიქრეთ.

5. როცა საათი 12-ს ჩამოკრავს, რაც შეიძლება მაღლა ახტით და სანამ იატაკზე დაეშვებით, სურვილის ჩაფიქრება მოასწარით.

6. ასევე პოპულარულია სურვილის ფურცელზე დაწერა და ნაძვის ხეზე ჩამოკიდება.

7. ახალი წელი ფინანსურად სტაბილური რომ იყოს, ნაძვის ხეს ხურდებითა და კუპიურებით რთავენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს