როგორ შევადგინოთ საახალწლო მენიუ ისე, რომ დავზოგოთ ფული, დრო და ენერგია - რჩევები დიასახლისებს

როგორ შევადგინოთ საახალწლო მენიუ ისე, რომ დავზოგოთ ფული, დრო და ენერგია - რჩევები დიასახლისებს

საახალწლო სუფრის სამზადისი ერთდროულად ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს ბადებს: ერთის მხრივ, ეს შემოქმედებითი პროცესია, ახალ რეცეპტებს ეძებთ, გსურთ გააოცოთ სტუმრები და ოჯახის წევრები. მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი დამღლელი და მოსაბეზრებელიცაა, გიწევთ პროდუქტების ყიდვა ხალხმრავალ მაღაზიებსა და ბაზრებში, საფულე სწრაფად ცარიელდება, მაგრამ მაინც შიშობთ, რაიმე ხომ არ დაგავიწყდათ?

დიასახლისები ყოველთვის ცდილობენ, მთელი თავიანთი კულინარიული ნიჭი გამოიყენონ, რათა მაგიდაზე და სტუმრების კუჭში თავისუფალი ადგილები არ დარჩეს. შედეგად ადამიანი იღებს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ალკოჰოლის გადამეტებულ დოზას, რაც ორგანიზმისთვის ნამდვილი შოკია და მის გადაღლას იწვევს.

თუ საახალწლო ვახშამს წინასწარ გონივრულად დაგეგმავთ, შეძლებთ დაზოგოთ ფული, დრო, ენერგია და ამავე დროს არ მიაყენოთ ზიანი ჯანმრთელობას.

ნაბიჯი პირველი:

მოიფიქრეთ ცხელი კერძი - ეს ძირითადი კერძია, რომლის გარშემოც მთელ მენიუს ააწყობთ. მას უნდა შეუხამოთ საუზმეული. იდეალური კერძია ღუმელში მომზადებული ფრინველი, თევზი, ღორის ან საქონლის ხორცი - ნოყიერია, კარგად გამოიყურება და მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს მომზადებისას.

რადგან საახალწლო ვახშამი ხშირად მთელი ღამეც გრძელდება, პროდუქტის რაოდენობა ისე დაითვალეთ, რომ თითოეულ სტუმარს საშუალოდ 300 გრამიანი ულუფა შეხვდეს.

ნაბიჯი მეორე:

შეარჩიეთ საუზმეული ე.წ. სტარტერი. 2 სახეობის სალათა და 1-2 სახის ბუტერბროდი ან კანაპე სრულიად საკმარისია. ეცადეთ, არ გაიმეოროთ სალათში იგივე პროდუქტები, რაც ძირითად კერძში შედის. თუ ცხელ კერძად ქათამს, ინდაურს, იხვს ამზადებთ, მაშინ სალათში საქონლის ხორცი დაამატეთ და პირიქით. კერძების გემო ასე უფრო მრავალფეროვანი იქნება.

მეორე სალათა ცოცხალი ბოსტნეულით მოამზადეთ და ერთ ადამიანზე 500 გრამიანი ულუფა ივარაუდეთ. ხორციან კერძებს ძალიან უხდება კომბოსტოს, კიტრის, პამიდვრის მსუბუქი სალათა. სალათები უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ შეაზავეთ სოუსით.

ბუტერბროდებისთვის შეგიძლიათ თევზეული გამოიყენოთ: დამარილებული ორაგული, თინუსის კონსერვი, ასევე პაშტეტი, ძეხვეული.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს