როგორ გამოიყურება საახალწლო სუფრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

როგორ გამოიყურება საახალწლო სუფრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

შობა და ახალი წელი ის დღესასწაულებია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი სიხარულით აღნიშნავენ, თუმცა ყველა ქვეყანას თავისებური წესები და ტრადიციები აქვს. ამ სტატიაში ყურადღებას კულინარიულ ტრადიციებზე გავამახვილებთ.

ქართული საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია საცივის, გოზინაყისა და ჩურჩხელების გარეშე. საინტერესოა, რა კერძები ამშვენებს სხვადასხვა ქვეყნის საშობაო თუ საახალწლო სუფრას? შობა უამრავ ქვეყანაში ყველაზე საყვარელ საოჯახო დღესასწაულად ითვლება და საშობაო სუფრაც საუკეთესო ადგილია საყვარელი ადამიანებისა და ახლობლების ერთად შესაკრებად.

გერმანული შობის ღამე ერთდროულად ძალიან საზეიმო და მადისაღმძვრელია. დიდი ხნის განმავლობაში ღორის ხორცი საშობაო სუფრის მთავარი კერძი იყო, მაგრამ თანამედროვე გერმანიაში მას ნელ-ნელა ფარშირებული შემწვარი ინდაური ანაცვლებს. პოპულარულია პატარა ფხვიერი ორცხობილები, რომელთაც ნაძვის ხის, ვარსკვლავის, თოვლის ბაბუას ფორმა აქვს და ვანილის, დარიჩინის, ილის სურნელს აფრქვევენ. თუმცა მთავარი საშობაო დესერტი მაინც შტოლენია - წაგრძელებული ფორმის არომატული ნამცხვარი, რომელშიც ჩირეული, ნუში, ქიშმიში, რომი, სანელებლები შედის და შაქრის პუდრითაა დაფარული. ეს ნამცხვარი ყრმა ქრისტეს სიმბოლოა.

ბელგიასა და ლუქსემბურგში შობა წარმოუდგენელია დარიჩინიანი თაფლაკვერების გარეშე, რომელთაც სხვადასხვა პერსონაჟის ფორმა აქვთ. სუფრაზე აუცილებლად დევს შემწვარი ბატი ან ინდაური. ახალი წლის დღეს კი მიირთმევენ ტრადიციულ შუკრუტს: მჟავე კომბოსტოს კერძს, მომზადებულს სხვადასხვა სახის ძეხვეულთან და ხორცთან ერთად.

ბულგარეთში სუფრაზე უნდა იდოს შვიდი, ცხრა ან თორმეტი სახის კერძი, კვირის შვიდი დღის, ორსულობის ცხრა თვისა და წელიწადის თორმეტი თვის აღსანიშნავად. აცხობენ პურს "ბოგოვა პიტას", რომელშიც აყოლებენ პატარა მონეტას. ბულგარელების რწმენით, ამ მონეტის მპოვნელს მთელი წელი ბედნიერება არ მოაკლდება.

ყველა დანიელის სახლში აუცილებლად ცხვება პატარ-პატარა საახალწლო ორცხობილები და ნამცხვრები, ხოლო სუფრას შემწვარ ინდაურთან ერთად ყოველთვის ამშვენებს თევზეული, განსაკუთრებით კი ქაშაყი.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს