ჩიკაგო ყინულით დაიფარა (+21 ფოტო)

ჩიკაგო ყინულით დაიფარა (+21 ფოტო)

მსგავსი ყინვა შეერთებულ შტატებში დიდი ხანია არ ახსოვთ.

ძლიერი ყინვის გამო დაიხურა სკოლები, პრობლემებია გზაზე გადაადგილებისას, 3 700-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ყინვამ ყველაზე მეტი პრობლემა ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, ბოსტონსა და კლივლენდში შექმნა. ნიუ-იორკში 1896 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი ყინვა არ ყოფილა.

61 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე მოუწოდეს, ყინვის გამო დაზოგონ ელექტროენერგია, განსაკუთრებით დილით და საღამოს. ინდიანაში 15 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზოგიერთ ქალაქებში ყინვა - 40 გრადუსს აღწევს. ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს.

"მინუს 50 გრადუსზე ჰაერს სახის 5 წუთში გაყინვა შეუძლია", - ამბობს მეტეოროლოგი ბობ ვან დილენი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს