სატანის ორ მეტრიანი ქანადაკების მაკეტი წარმოადგინეს

სატანის ორ მეტრიანი ქანადაკების მაკეტი წარმოადგინეს

სატანის ამერიკული დაჯგუფების წარმომადგენლებმა ეშმაკის ძეგლის პროექტი წარმოადგინეს, რომლის დადგმასაც ოკლაჰომას შტატის კაპიტოლიუმის შენობასთან (სადაც მთავრობა და უზენაესი სასამართლოა განთავსებული) სურთ.

პროექტის ავტორების აზრით, ორმეტრიანმა სკულპტურამ ბიბლიურ ათ მცნებას მიძღვნილი მონუმენტი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც კაპიტოლიუმთან 2012 წელს დადგეს. ძეგლის პროექტში სატანა თხის თავიანი, ქალის სხეულიანი, ჩლიქებიანი, რქებიანი და ფრთებიანი არსების - ბაფომეტის სახითაა გამოსახული. ბაფომეტი პენტაგრამიან ტახტზე ზის და მომღიმარი ბავშვები არტყამს გარს.

განმცხადებლები განმარტავენ, რომ ძეგლის მიზანია ოკლაჰომა-სიტისა და სხვა ქალაქების სატანისტების მსოფლმხედველობა ასახოს. "მონუმენტს ფუნქციონალური დანიშნულებაც ექნება - ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება სატანას კალთაში ჩაუჯდეს, რომ ჩაფიქრდეს და შთაგონება მიიღოს",- ნათქვამია ავტორების განცხადებაში.

სატანისტების ინიციატივამ ოკლაჰომას შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. "ჩვენ განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებისადმი მომთმენნი უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს ოკლაჰომაა და აქ გარკვეული რაღაცები დაშვებული არაა",- განაცხადა შტატის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა დონ არმსმა.

კაპიტოლოუმთან 2012 წელს ათ მცნებას მიძღვნილი ძეგლის დადგმის შემდეგ, აქტივისტების ერთდროულად რამდენიმე ჯგუფი ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით და ალტერნატლიული ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოვიდა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს