66 წლის კაცი ფიქრობს, რომ იესო ქრისტეა

66 წლის კაცი ფიქრობს, რომ იესო ქრისტეა

66 წლის ბრაზილიელი კაცი, რომლის სახელი და გვარია ალვარო თეისი, ფიქრობს, რომ იესო ქრისტეს რეინკერნაციას წარმოადგენს და ბოლო 35 წელია "ქადაგებს".

თეისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათასამდე მიმდევარი ჰყავს და მოიხსნიებენ, როგორც ინრი ქრისტო. მამაკაცმა 1979 წლიდან 27 ქვეყანაში იმოგზაურა. პროფესიით ფილოსოფოსი ბრაზილიურ გადაცემებში ხშირად მონაწილეობს და ექცენტრული გამოხტომებით დასავლური პრესის ფურცლების ხშირი სტუმარია. მასთან ერთად მისი მიმდევრებიც ცხოვრობენ და უმეტესობა ქალია. ყველაზე ახალგაზრდა მიმდევარი 24 წლისაა და ინრის მოწოდებებს 2 წლიდან ისმენს.

იესო ქრისტეს მსგავსი სამოსის ტარებისთვის და აბორტის თემაზე სხვადასხვა განცხადებების გაკეთებისთვის პოლიციამ 40-ჯერ დააკავა.

"ვიცი, რომ ბრაზილიასა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ჩემსავით ფიქრობენ. რაც შეეხება შობას - ეს უბრალოდ დღეა, როდესაც მდიდარი ღარიბს შეურაცჰხყოფას აყენებს. ამ დღეს მდიდარი კაცების პატარა ვაჟებს მიღებული საჩუქრებით ტრაბახი შეუძლიათ, ღარიბთა შვილები კი პურის ნამცეცებს იღებენ", - ამბობს ის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს