ზოოპარკში ლომი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ზოოპარკში ლომი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ინდონეზიაში მდებარე ზოოპარკში Surabaya Zoo, რომელსაც "სიკვდილის ზოოპარკს" უწოდებენ, კიდევ ერთი საზარელი ინციდენტი მოხდა.

დასავლურმა გამოცემებმა გაავრცელეს ფოტო, სადაც ჩანს, რომ 18 თვის ლომი ჩამომხრჩვალია. ბოლო პერიოდში ზოოპარკში 43 ცხოველი გარდაიცვალა და ცხოველთა დაცვის საერთაშორიო ორგანიზაციები ადგილობრივ პოლიციას ინციდენტის გამოძიებას სთხოვენ.

"ჩვენ ვიძიებთ, როგორ აღმოჩნდა ფოლადის სადენები ერთგვარი ხაფანგი ლომის თავისთვის. ლომი შედარებით ახალგაზრდა იყო. ის წლინახევრის იყო. შესაძლოა თამაშობდა და მოულოდნელად სადენების ხაფანგში აღმოჩნდა", - ამბობს ზოოპარკის წარმომადგენელი აგუს სუპანგკატი.

მომზადებულია Globe-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს