აუტიზმით დაავადებული 8 წლის გოგონას გამაოგნებელი განმარტებები ცხოვრებაზე

აუტიზმით დაავადებული 8 წლის გოგონას გამაოგნებელი განმარტებები ცხოვრებაზე

ონია შატალოვა აუტიზმითაა დაავადებული, თუმცა მას სიტყვების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს.

აფრიკელი - ღამის საუკეთესო მზვერავი.

ქარი - ჰაერი, რომელსაც არ უყვარს მოსვენება.

ვერლიბრი - ლექსი, რომელიც არ ექვემდებარება ლექსთწყობის კანონებს და ამის გამო ის ცუდად არ არის.

ცოდვა - სულიერი კარმა, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს.

ბავშვობა - ბედის აისი ადამიანის ცხოვრებაში.

სული - ეს ადამიანის სიცარიელეა, რომელსაც ან ღმერთი ავსებს, ან სატანა.

ცხოვრება - ღვთის წყალობა მის მიერ შექმნილ სამყაროში.

ნაცნობობა - სხვადასხვა სამყაროს შეხვედრა.

იმპროვიზაცია - წარმოსახვითი თამაში სიტყვებით, ხმებით, ფერებით... იმისათვის, რომ უცებ გამოვიდეს რაღაც ახალი.

წიგნი - ნივთი, რომელშიც შეიძლება შევინახოთ ცოდნა და ადამიანების გრძნობები.

ცხენი - დიდი, თბილი, ოთხფეხა ბედნიერება.

სიბრძნე - ზღვარი ცოტასა და ბევრს შორის.

მუზეუმი - დაკონსერვებული დრო.

მუსიკა - ღმერთის სიმღერა ადამიანის აღქმაში - ბგერებისა და ემოციების ჰარმონიული შეთანხმება.

აზრი - სიყვარულის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ძალა.

მეცნიერება - ცოდნის სისტემა, სადაც ადგილი არ აქვს რწმენას.

ღამე - შავი ქოლგა ვარსკვლავებით.

დასვენება - მუშაობა სიამოვნებით.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს