რა უჯ­დე­ბა ქარ­თველ ქალს თა­ვის მოვ­ლა

რა უჯ­დე­ბა ქარ­თველ ქალს თა­ვის მოვ­ლა

ულა­მა­ზო ქა­ლი არ არ­სე­ბობ­სო, - ნათ­ქვა­მი­ა, მაგ­რამ თუ­კი სა­კუ­თარ თავს ცო­ტა ხელს შე­ვაშ­ვე­ლებთ და კი­დევ უფ­რო მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი გავ­ხდე­ბით, არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლი აღარ გა­ურ­ბის ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვებს თუ სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რას თა­ვის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად, თუმ­ცა არ­სე­ბობს ერ­თი მაგ­რამ... რა გვიჯ­დე­ბა ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა და რამ­დე­ნად გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა სი­ახ­ლე სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დოთ. ამ­ბო­ბენ, კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა ია­ფი არ ჯდე­ბა­ო. იმა­საც ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი თავს არ უვ­ლი­ა­ნო. ალ­ბათ ხში­რად გა­გი­გო­ნი­ათ, გათხ­ო­ვე­ბის შემ­დეგ ჩე­მი ცო­ლი აღარც ისე­თი ლა­მა­ზი­ა, თა­ნაც გა­სუქ­და­ო. თუმ­ცა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ცო­ტა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან და სა­კუ­თარ თავ­საც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უვ­ლი­ან. გა­დავ­წყვი­ტეთ დაგ­ვეთ­ვა­ლა, სა­შუ­ა­ლოდ რამ­დენს ხარ­ჯავს წე­ლი­წად­ში ქა­ლი თა­ვის მოვ­ლა­ში.

ქალ­ბა­ტო­ნე­ბის პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი საზ­რუ­ნა­ვი სა­ხე­ა. ბევ­რიც რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ სხე­უ­ლის ლა­მაზ ფორ­მებ­ზე, თუ­კი თქვე­ნი სა­ხე არა­ეს­თე­ტი­კუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, სხე­უ­ლი ვე­რა­ფერს გიშ­ვე­ლით. სა­ხის კანს კოს­მე­ტო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი ექვს თვე­ში ერ­თხელ მა­ინც სჭირ­დე­ბა, ერ­თი ვი­ზი­ტი კი და­ახ­ლო­ე­ბით 60 - 80 ლა­რი ჯდე­ბა, თუმ­ცა გა­აჩ­ნია და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, სა­დაც ამ პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეთ.

ქათ­ქა­თა ღი­მი­ლი - ეს ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი­ა, რო­მე­ლიც თქვენს სი­ლა­მა­ზეს და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად უს­ვამს ხაზს. კბი­ლე­ბის მოვ­ლა და გაწ­მენ­დაც წე­ლი­წად­ში 2-ჯერ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 50 ლა­რი ჯდე­ბა.

არა­სა­სურ­ვე­ლი თმის მო­შო­რე­ბა - ეს პრობ­ლე­მა კავ­კა­სი­ე­ლი ქა­ლე­ბი­სთ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი­ა. ძვე­ლად, ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბის არ­სე­ბო­ბამ­დე, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ჭარ­ბთმი­ა­ნო­ბას ში­ნა­უ­რი მე­თო­დე­ბით ებ­რძოდ­ნენ, დღეს უკ­ვე არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, ქალის სა­ხე­ზე ულ­ვა­შე­ბი აღარ "ბი­ბი­ნებ­დეს" და ეს პრო­ცე­დუ­რა სულ რა­ღაც 10 - 15 ლა­რი ჯდე­ბა. თუმ­ცა, თუ­კი თმას სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­ზეც ებ­რძვით, ეს უკ­ვე ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა. ქალ­ბა­ტო­ნებს წე­ლი­წად­ში 500 - 600 ლა­რის გა­ღე­ბა მო­უ­წევთ არა­სა­სურ­ვე­ლი თმის მო­სა­შო­რებ­ლად. ამ თან­ხის გა­ღე­ბა ნამ­დვი­ლად ღირს იმის­თვის, რომ თა­ვი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნო.

მა­კი­ა­ჟი - ეს ალ­ბათ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი პრო­ცე­დუ­რა­ა. ხა­რის­ხი­ა­ნი კოს­მე­ტი­კა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა. თუმ­ცა არ­სე­ბობს ძვირ­ფა­სი კოს­მე­ტი­კის პა­ტენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ. სხვა სა­კითხია რამ­დე­ნად მო­უხ­დე­ბა ის ჩვენს კანს. ხა­რის­ხი­ა­ნი კოს­მე­ტი­კის შე­ძე­ნაც საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დე­კო­რა­ტი­უ­ლი კოს­მე­ტი­კა პლუს სა­ხის მოვ­ლა ქარ­თველ ქალს წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 400 - 450 ლა­რი უჯ­დე­ბა.

სუ­ნა­მო ის კომ­პო­ნენ­ტი­ა, რომ­ლის გა­რე­შეც თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლი არ არ­სე­ბობს. თუ­კი არ­ჩე­ვანს ძვირ­ფას სუ­ნა­მო­ზე შე­ა­ჩე­რებთ, მა­შინ სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბის გა­ღე­ბი­საც არ უნ­და შე­გე­შინ­დეთ. ბრენ­დუ­ლი სუ­ნა­მო­ე­ბის ფა­სე­ბი თბი­ლის­ში 200-დან 300 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, თუმ­ცა მა­თი ია­ფი­ ანა­ლო­გე­ბი­თაც შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ.

თმის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი შამ­პუ­ნე­ბის ყიდ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბა ბევრს ქალ­ბა­ტონს არა აქვს, ნორ­მა­ლუ­რი შამ­პუ­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 15 ლა­რი ღირს. თმის მოვ­ლა წე­ლი­წად­ში, კვი­რა­ში ერ­თხელ სა­ლონ­ში ვი­ზი­ტით, და­ახ­ლო­ე­ბით 300 ლა­რი ჯდე­ბა.

მოკ­ლედ, 1700 ლარი ის მი­ნი­მუ­მი­ა, რო­მე­ლიც ქალს თა­ვის მო­სავ­ლე­ლად სჭირ­დე­ბა, თუ ამ ყვე­ლა­ფერს სხვა­დას­ხვა ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრში ვი­ზი­ტებს, მა­საჟს, სა­ცუ­რაო აუ­ზის აბო­ნე­მენტს და ფიტ­ნეს­ცენ­ტრე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას და­ვუ­მა­ტებთ, თან­ხის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფ­რო მაღ­ლა აი­წევს. მარ­თა­ლია ჩა­მოთ­ვლი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ბევრ ქალ­ბა­ტონს არა აქვს, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მთა­ვა­რია ბედ­ნი­ე­რი იყო და ყო­ველ­თვის ლა­მა­ზი იქ­ნე­ბი. ასე რომ, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რამ­დე­ნად ძვირ კოს­მე­ტი­კას ვი­ყე­ნებთ ან რამ­დე­ნად ხში­რად დავ­დი­ვართ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნამ­დვილ ქალს მცი­რე თან­ხი­თაც შე­უძ­ლია თავს კარ­გად მო­უ­ა­როს. არ გვაქვს ფუ­ლი? არა უშავს! სა­ხე­ზე ღიმილი ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და სი­ლა­მა­ზის სა­წინ­და­რი­ა.

ქეთი საგინაშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს