მუცლის სწრაფად მოშორების საოცარი მეთოდი პირსახოცით - იაპონელი ექიმის უნიკალური აღმოჩენა

მუცლის სწრაფად მოშორების საოცარი მეთოდი პირსახოცით - იაპონელი ექიმის უნიკალური აღმოჩენა

სწრაფი და ეფექტური გახდომა - ზღაპრად და მითად წარმოგვიდგენია, თუმცა, აი, უკვე ათეული წელია, იაპონელი ექიმი ფუკუცუძი ქალებს უმოკლეს დროში წონის მოცილებაში ეხმარება და ეს ყოველგვარი დიეტის, გამთანგავი ფიზიკური ვარჯიშისა და ფულის ხარჯვის გარეშე ხდება.

თქვენ ალბათ იტყვით, უფასო და სწრაფი გახდომა ზღაპარიაო. არ არის ასე!

მეთოდი, რომელიც იაპონელმა თავის წიგნში აღწერა, აზიაში 6-მილიონიან ტირაჟით გაიყიდა. წიგნში მოთხრობილი მეთოდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ დიდი პირსახოცი, მყარი, მსხვილი ძაფი, ჰორიზონტალური ზედაპირი და დღეში 5 წუთი.

მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ წევხართ სწორ ზედაპირზე და წელის ქვეშ ამოდებული გაქვთ რულონივით დახვეული პირსახოცი. შედეგად მუცელი ქრება. რამდენიმე სანტიმეტრად დახვეულ პირსახოცზე წოლისას წინ წამოიწევს მკერდი, სწორდება ხერხემალი და სიმაღლეც კი გემატებათ. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრობით მოგიყვებით...

მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ ექიმმა ფუკუცუძიმ თავისი ჰიპოთეზის მართებულობა დაამტკიცა და შეიმუშავა ვარჯიში სწრაფად გასახდომად. თუმცაღა, ამას ვარჯიშს ვერც ვუწოდებთ.

მაშ ასე, თავდაპირველად მჭიდროდ დაახვიეთ პირსახოცი. შემდეგ შემოახვიეთ მას თოკი ან მსხვილი ძაფი (გამოდგება ლენტიც). თუ წელის ტკივილები გაწუხებთ, შედარებით თხელი პირსახოცი აიღეთ.

ახლა იდეალურად სწორ ზედაპირზე (რბილი საწოლი და დივანი ამისათვის არ გამოდგება, უმჯობესია, იატაკზე დააფინოთ პლედი ან სავარჯიშო ლეიბი) დახვეული პირსახოცი ამოიდეთ წელის ქვეშ. უფრო კონკრეტულად კი...

ფრთხილად ვწვებით ზურგზე, ხელით გვიჭირავს პირსახოცის მუთაქა, რომელიც ზუსტად ჭიპის გასწვრივ უნდა იდოს! ეს მნიშვნელოვანია! ვამოწმებთ პოზის სისწორეს, საჩვენებელი თითით ჭიპიდან პირსახოცის რულონამდე ვხაზავთ წრეს...

მოდუნდით.

ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ და ფეხის წვერები შეართეთ ისე, რომ ერთმანეთს მხოლოდ დიდი თითები ეხებოდეს.

იხილეთ ვრცლად