იდეალური ასაკი პირველი მშობიარობისთვის

იდეალური ასაკი პირველი მშობიარობისთვის

30 წელს გადაცილებული ქალებისთვის პირველი მშობიარობა სახიფათოა, - განაცხადეს სტოკჰოლმის  Karolinska-ს ინსტიტუტისა და ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ამ თემას გუშინ ბრიტანელი გინეკოლოგებიც გამოეხმაურნენ, პროფესორმა სალი დევისმაც კოლეგებს მხარი დაუჭირა. მან ტენდენციას, როდესაც ქალები შვილებს გვიან ასაკში აჩენენ, "შემაშფოთებელი" უწოდა. ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ბრიტანეთში 45 წლის ქალების 20%-ს შვილი არ ჰყავთ, მსგავსი პრობლემაა დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში. 

ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა თქმით, 30 წელს გადაცილებულ ქალთა შემთხვევაში, 20 პროცენტით მეტია ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა ან გარდაცვლილი ჩვილის გაჩენა. ზოგიერთი ქვეყნის წამყვანი მეან-გინეკოლოგები ქალებს აფრთხილებენ, რომ 30 წლამდე პირველი შვილის გაჩენაზე უარის თქმით, "ბუნებას უარყოფენ". მათი თქმით, პირველი მშობიარობისთვის იდეალური ასაკი 20-დან 30 წლამდეა. რისკ-ფაქტორების მთავარი მიზეზი ასაკის მატებასთან ერთად მომატებული წონა და სიგარეტზე დამოკიდებულებაა. ამასთან, მკვლევარები ირწმუნებიან, რომ გართულებული მშობიარობისა და ფეხმძიმობის პრობლემები საშვილოსნოსა და პლაცენტას დაბერებით აიხსნება.

ამასთან, სალი დევისმა, რომელიც ბრიტანეთის მთავარი სანიტარი და ასევე, კვლევისა და განვითარების სააგენტოს დირექტორია, მთავრობას უკვე მიაწოდა ინიციატივა, რომ ქალებს დამსაქმებლებმა უფლება მისცენ, სამსახურში ჩვილები ძუძუთი გამოკვებონ, რადგანაც ბუნებრივი კვება ბავშვისთვის შეუცვლელია. მისი აზრით, დასაქმებულ ქალს ოფიციალურ შეხვედრაზეც კი უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ჩვილი ძუძუთი კვებოს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს