იესო ქრისტეს ცნობილ ქანდაკებას მეხი დაეცა

იესო ქრისტეს ცნობილ ქანდაკებას მეხი დაეცა

რიო-დე-ჟანეროში მდებარე იესო ქრისტეს ქანდაკება შტორმის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ Associated Press-ი ქალაქის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს. მეხის დაცემამ ქანდაკებას მარჯვენა ხელის თითი დაუზიანა. ანალოგიურად დაზიანდა ქანდაკება გასული წლის დეკემბერშიც. მაშინაც ქანდაკებას ასევე მარჯვენა ხელის ერთ-ერთი თითი მოტყდა.

რიო-დე-ჟანეიროს არქიეპისკოპოსის ეპარქიამ უკვე განაცხადა, რომ უახლოეს დროში დაიწყება ქანდაკების აღდგენა. ეპარქიას შემონახული აქვს ქვის მარაგი, რომლითაც 1931 წელს იესო ქრისტეს ქანდაკება დაამზადეს. სწორედ ამ მასალით იგეგმება ქანდაკების დაზიანებული ნაწილების შეკეთება. ჯერჯერობით უცნობია, რა დაჯდება აღდგენითი სამუშაოები.

ქრისტეს ქანდაკებაზე 1922-1931 წლებში მუშაობდნენ. მონუმენტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არტ-დეკო სტილში შესრულებურ ნამუშევრად მიიჩნევა. ქანდაკება სიმაღლეში 38 მეტრია.

2007 წელს ქანდაკება ახალი 7 საოცრების სიაშიც შევიდა.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს