შრიფტი
15:49 / 18-01-2014
არ მიირთვათ ეს! აკრძალული პროდუქტების სია
ერთ-ერთმა რუსულმა პორტალმა გამოაქვეყნა იმ მავნე პროდუქტების სია, რომელთა გამოყენებაც კატეგორიულად იკრძალება და რომლებიც ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.
ინტერნეტმომხმარებელი კი აღშფოთებული კითხულობს ამას და უჩნდება კითხვა, დარჩა რამე, რისი ჭამაც შეიძლება?

მაშ ასე, მავნებელი პროდუქტების სია ასე გამოიყურება:

არ შეიძლება იმ პროდუქტების მიღება, რომლებშიც დამატებულია E-621 (გლუტამატის ნატრიუმი). აიღეთ პროდუქტი და შეფუთვაზე წაიკითხეთ, თუ მითითებული აქვს გლუტამატის ნატრიუმი, ნუ შეიძენთ მას საერთოდ. ეს გახლავთ გემოს გამაძლიერებელი და მას ყველაზე მოულოდნელ პროდუქტებშიც ამატებენ, რათა მასზე, ასე ვთქვათ, "შესვან" მომხმარებელი. ასე რომ, ყურადღებით იყავით!

შაქრის შემცვლელები

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შაქრის შემცვლელი არ შეიცავს კალორიებს და ის ძალიან ეკონომიურია (ერთი კონტეინერი 6-12 კგ შაქარს უდრის), მას ბრმად ნუ ენდობით. აღმოჩნდა, რომ ტკბილის გემოს შეგრძნებისას ჩვენი საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა ფიქრობს, რომ მიიღებს ნახშირწყლების ულუფასაც, თუმცა მას ვერ იღებს. ამ "ტყუილის" შედეგად ნებისმიერი ნახშირწყლები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება 24 საათის განმავლობაში, შიმშილის ძლიერ გრძნობას იწვევს. ამიტომაც ნუ გამოიყენებთ შაქრის შემცვლელებს.

ტრანს-ცხიმები
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 72,5%-იანი სპრედის მიღება. ეს გახლავთ დაბალი ხარისხის ცხიმი, რომელიც გაჯერებულია წყალბადით.

ნაკლებმარილიანი ქაშაყი პლასტიკატის შეფუთვაში
ნაკლებმარილიანი ქაშაყი მხოლოდ ზეთში ინახება და არანაირად ძმარსა თუ ღვინოში. თუ ქაშაყი ზეთის გარეშეა, ესე იგი, მასში უროტროპინია დამატებული.

ნაკლებმარილიანი წითელი ხიზილალა
პრინციპი იგივეა. წითელი ხიზილალა დიდხანს არ ინახება, მხოლოდ გაყინული სახით ან ძალიან დამარილებული ძლებს ის დიდხანს. თუ ნაკლებმარილიანი ხიზილალა შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მასში დამატებულია ან უროტროპინი, ან ლიმონმჟავა.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები:
1. არაქისი. შეიცავს ძალიან საშიშ, მომწამლავ ნივთიერებას. არაქისს მწერებიც კი არ ჭამენ.
2. დაკონსერვებული მწვანე ბარდა.
3. დაკონსერვებული სიმინდი.
4. უცხოეთიდან შემოტანილი კარტოფილი.
5. კიბორჩხალის ჩხირები (მასში კიბორჩხალის ესენციაა შერეული სოიოსთან).
6. კაკაო.

სიმინდის ბურბუშელა და მიუსლები შაქრით
თუ გადაწყვიტეთ სიმინდის ბურბუშელას და მიუსლის ყიდვა, შეიძინეთ არატკბილი, რადგან შაქარი მათ წარმოებაში არ გამოიყენება. შაქარი
You must have Flash Player installed in order to see this player.
140 გრადუს ტემპერატურაზე იწვის. ამიტომაც მათი დამზადებისას გამოიყენება შაქრის შემცვლელები, ამ შემთხვევაში ციკლომატი.

ფაფები და ბურღული არომატიზატორებით, საღებავი და ქიმიური ნივთიერებებით, რომლებსაც სუნი და გემო ნამდვილი მსხლის, მარწყვის, ბანანისა და ა.შ. აქვს, სინამდვილეში ისინი ხელოვნურია და ნატურალურთან ახლოსაც არ არის.

შაქარყინული, კოწახურის კანფეტები
ამ კანფეტებში იმდენად ძლიერი ქიმიური ესენცია გამოიყენება, რომ თუ თქვენ ოდნავ დასველებულ კანფეტს სუფრაზე დადებთ და ცოტა ხანს ასე გააჩერებთ, ნახავთ, რომ ის გახვრეტს ქსოვილს. წარმოიდგინეთ, რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა მას ჭამთ.

მარმელადი
დღევანდელ მარმელადს არაფერი აქვს საერთო საბჭოთა კავშირის დროინდელ ტკბილეულთან. ეს ქიმიური წარმოების საოცრებაა და ძალიან საშიში იხილეთ ვრცლად
09:35 / 10-05-2017
ეკატერინე
0
...და სად არის გამოსავალი,როცა სამომხმარებლო ბაზარი გადავსებულია უხარისხო პროდუქციით.
12:20 / 12-04-2017
მზია
0
სიების გამოქვეყნება კი არ უნდა,მთავრობამ არ უნდა შემოიტანოს ეს შხამები.ყველა ქვეყნის ნაგავი ჩვენთან საღდება ჩვენი მთავრობის წყალობით. თვითონ ხარისხიანს მიირთმევენ.
მსგავსი სიახლეები
დასავლეთ საქართველოს მეღვინეობა მრავალმხრივი და გამორჩეულია
ის, რაც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს 
რამდენიმე დღეში ახალი 2017 წელი შემობრძანდება
თუ არ იცით, როგორ შეარჩიოთ კარგი და ხარისხიანი წითელი ხიზილალა, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები
18 თებერვალს საერთაშორისო ღვინის დღე აღინიშნება მსოფლიოში
ყურძნის ჩაბარება ნაცნობობით ხდება და ღვინის ქარხნების მეპატრონეების ახლობლები ურიგოდ შედიან
"ორი დღე რომ მანქანა აქ იდგება, ის ყურძენი ყურძენიღაა?!"
ქარხნები ყურძენს არ ჩაიბარებდნენ, რომ არ ყოფილიყო სტიმულირება სახელმწიფოს მხრიდან
ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები მოწყობილია საქართველოს ყველა რეგიონში
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:53 / 29-05-2017  Image "ჩვენი გაკვეთილები არცაა გაკვეთილები, ეს სიყვარულია..." - ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებლის ამაღელვებელი წერილი
"მოვიდეს ერი და გაზომოს ბერდოს გულის ძგერა, აწონოს მისი ერთი ცრემლი, როდესაც..."
23:18 / 29-05-2017  Image ე.წ. კანიბალიზმის საქმის უცნობი დეტალები
+VIDEO საზარელი მკვლელობა გასული წლის 19 ოქტომბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა
11:07 / 29-05-2017  Image ყველაფერი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე - 50 დარღვევა, რომელზეც ქულები დაგაკლდებათ
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის გზამკვლევი
20:38 / 29-05-2017  Image პირველი ქართველი ქალი დეპუტატები, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ - "მათი უმრავლესობა რეპრესირებული იყო საბჭოთა რეჟიმის დროს"
"მათ შესახებ ხსენებულ კვლევამდე ინფორმაცია არ არსებობდა"
22:30 / 01-08-2016  Image როგორ მოვიცილოთ თავიდან კოღოები - ყველაზე მარტივი ხერხი
ყველას გვიყვარს ზაფხული და თბილი ამინდები. თუმცა ამ სეზონის ყველაზე დიდი პრობლემა კოღოების შემოსევაა
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49