ტვინიდან ცუდი მეხსიერების წაშლაა შესაძლებელი - მეცნიერული მიგნება, რომელიც ძლიერ დეპრესიას განკურნავს

ტვინიდან ცუდი მეხსიერების წაშლაა შესაძლებელი - მეცნიერული მიგნება, რომელიც ძლიერ დეპრესიას განკურნავს

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ელექტროშოკის თერაპიით (ECT) ტვინიდან ცუდი მოგონებების წაშლაა შესაძლებელი. ECT საუკეთესო საშუალებაა ძლიერი დეპრესიის სამკურნალოდ.

ქალაქ ნეიმეგენის უნივერსიტეტის - Radboud-ის ნეირომეცნიერი მარინ კროესი და მისი კოლეგები ამბობენ, რომ შეუძლიათ პაციენტის მეხსიერებიდან უსიამოვნო ეპიზოდები გააქრონ. კროესი და მისი გუნდი დაკვირვებას 42 პაციენტზე აწარმოებდა, რომელთაც კლინიკური დეპრესიის მკურნალობისთვის ECT დაუნიშნეს.

ექსპერიმენტისას მეცნიერებმა სლაიდ-შოუში 2 ძლიერი სტრესული ამბავი დააფიქსირეს, რომელიც პაციენტებს სიმშვიდეს უფრთხობდა - ავტოავარია და ფიზიკური ძალადობა. გუნდის წევრებმა პაციენტებს მოგვიანებით უთხრეს, რომ ამ ორი ისტორიიდან მხოლოდ ერთზე ეფიქრათ, რომელიც მათ გულს ყველაზე მეტად სტკენდა, ამ დროს კი ელექტროშოკური თერაპია დაიწყეს; ექსპერიმენტიდან 1 დღის შემდეგ ექიმებმა მათ ამ მძიმე ეპიზოდის გახსენება სთხოვეს - უმეტესობამ ყველაზე მტკივნეული ამბავი, რომელმაც მათი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალა, ვერ გაიხსენა, ნაწილმა კი მხოლოდ ბუნდოვანი კადრები აღიდგინა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ისინი ტკივილს აღარ გრძნობდნენ და ისეთი განცდა ჰქონდათ, რომ რაღაცისგან გათავისუფლდნენ. როგორც მეცნიერები ამბობენ, ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ თერაპია პროცესს გარკვეული დროით ბლოკავს.

თუმცა მეცნიერთა გუნდი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს თემა ძალიან ფაქიზია და მისი დანერგვა მხოლოდ კარგად შესწავლის შემდეგაა ნებადართული.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს