დაუჯერებელი ისტორია: ფეხმძიმე, რომელმაც 9 დღე -35 გრადუსში ფეხით იარა (+9 ფოტო)

დაუჯერებელი ისტორია: ფეხმძიმე, რომელმაც 9 დღე -35 გრადუსში ფეხით იარა (+9 ფოტო)

ქალის ცხოვრებაში შვილის გაჩენა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ქალებისთვის მშობიარობა საფრთხეს აღარ წარმოადგენს - კვალიფიციური გინეკოლოგები, კომფორტული სამშობიაროები... მაგრამ ინდოეთში მცხოვრებ ამ ქალს 9 დღე ფეხით სიარული მოუწია იმისთვის, რომ ჩვილი სამშობიარო ბლოკში გაეჩინა.

ფეხმძიმემ ოჯახის წევრებთან ერთად 9 დღე -35 გრადუს ყინვაში ფეხით იმგზავრა, მშობიარობის შემდეგ კი თბილ ქვეშაგებში შეხვეული პატარა უკან წამოიყვანა. ის არ შეუშინდა არც ლადაქის ქედს, არც გაყინულ მდინარე ჩადარს.

ფოტოები ფოტოგრაფმა ტიმ ვოლმერმა გადაიღო, რომელიც კოლეგებთან ერთად ბუნების შთამბეჭდავ კადრებს იღებდა. როგორც სააგენტოში დაბრუნებისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასეთ საინტერესო ხალხს შეხვდებოდა.

"სრულიად შემთხვევით ხევში ოჯახი შეგვხვდა, მცირეწლოვანი ვაჟითა და ახალშობილით. ძალიან გაგვიკვირდა, რომ ასეთ საშიშ ადგილას ახალშობილი დავინახეთ. ისინი ქალაქ ლეჰიდან ბრუნდებოდნენ. ადგილობრივები ამ ტერიტორიას ხშირად იყენებენ იმისთვის, რომ სხვა ქალაქში პროდუქტები და ნივთები წაიღონ, ხშირად ეს მოგზაურობა სახიფათოა. 6 თვის განმავლობაში ინდოეთის ეს სოფლები თოვლით იფარება და გზა ჩაკეტილია. აღფრთოვანებული დავრჩი ქალით, რომელმაც სიცოცხლის ფასად, ჯანმრთელი შვილი რომ შესძენოდა, 9 დღე საშიში გზით იარა", - ამბობს ფოტოგრაფი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს