20 წლის გოგონა 12 მამაკაცის გაუპატიურებით დასაჯეს

20 წლის გოგონა 12 მამაკაცის გაუპატიურებით დასაჯეს

ინდოეთში, ბენგალის შტატის სოფლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს. ეს განაჩენი სოფლის 13-კაციანმა საბჭომ იმის გამო მიიღო, რომ გოგონას აკრძალული სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ სოფლელ მამაკაცთან. როგორც ცნობილია, გაუპატიურებაში 12 მამაკაცი მონაწილეობდა. ახალგაზრდა ქალი შემთხვევის მეორე დღეს კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით 13 ადამიანი დააკავა, მათ შორის, სოფლის საბჭოს თავმჯდომარე. მსგავსი "მოსამართლეები" ინდოეთის სოფლებში ხშირად მიმართავენ დასჯის სასტიკ ფორმებს, მათ შორის - წყვილების მკვლელობას, რომლებიც არ ემორჩილებიან ადგილობრივ კანონებს.

ყველაზე შემზარავი ჯგუფური გაუპატიურება 2012 წელს მოხდა, როდესაც 23 წლის სტუდენტ გოგონაზე ავტობუსში ექვსმა მამაკაცმა იძალადა. მსხვერპლი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ამ შემთხვევას ინდოეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ. მკაცრი ზომების მიღების მიუხედავად, ქალებზე ძალადობა და დისკრიმინაცია ინდოეთის ზოგიერთ სოფელში მაინც მაღალია.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს