მეცნიერებმა დაადგინეს, როდის ქრება ცხოვრების პირველი წლების მოგონებები

მეცნიერებმა დაადგინეს, როდის ქრება ცხოვრების პირველი წლების მოგონებები

შვიდი წლის ასაკში ბავშვს ყველაზე ადრეული მოგონებები ავიწყდება. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც ბავშვთა ამნეზია.

მართალია ბავშვები მახსოვრობას ძირითადად ახალი ინფორმაციისთვის იყენებენ, მაგრამ მხოლოდ ცოტა ზრდასრულს თუ შეუძლია გაიხსენოს, რა ხდებოდა მის თავს სამ წლამდე.

ემორის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სამი წლის ასაკის 83 ბავშვი გამოკითხეს, მათ ბავშვების ცხოვრების მოვლენები აინტერესებდათ. შემდეგ ბავშვებს სთხოვეს, გაეხსენებინათ ეს მოვლენები 5,6,7,8 და 9 წლის ასაკში. ასე მიიღეს ბავშვების ამნეზიის შესახებ პირველი მტკიცებულება. თავის მხრივ, ზრდასრულების კვლევა მოწმობს, რომ ყველაზე ადრეული მოგონებები 3 წლის ასაკს ეხება.

როდესაც მშობლები კვლევის ფარგლებში გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, ისინი ახერხებდნენ სამი წლის ბავშვისთვის უფრო მეტი დეტალი გაეხსენებინათ.  5-7 წლის ასაკში ბავშვს შეეძლო გაეხსენებინა მის თავს მომხდარი მოვლენების მხოლოდ 63-72%, ხოლო 8-9 წლის ასაკში - მხოლოდ 35%.

ბავშვთა ამნეზიაზე მეცნიერთა აზრი იყოფა - პატარა ბავშვები მოგონებებს ენის სწავლისა და გარემოს აღქმისთვის იყენებენ. მათ ჯერ არ აქვთ რთული ნეირონული არქიტექტურა, რომელიც უფრო რთული ფორმის მოგონებების ფორმირებისა და შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.

მომზადებულია Business Standard-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს