"11 წლის ცოლ­ქმრო­ბის შემ­დეგ ქა­ლი ისევ ქალ­წუ­ლი იყო"

"11 წლის ცოლ­ქმრო­ბის შემ­დეგ ქა­ლი ისევ ქალ­წუ­ლი იყო"

სექ­სო­ლო­გი გი­ორ­გი ბე­როშ­ვი­ლი, ან­სამბლ "4 გი­ას" ერ­თ-ერ­თი გია 32 წე­ლი­წა­დია სექ­სო­ლო­გი­ა­ში მუ­შა­ობს და შე­სა­ბა­მი­სად, კუ­რი­ო­ზულ ვი­თა­რე­ბა­შიც ხში­რად აღ­მო­ჩე­ნი­ლა. ჯერ კი­დევ 1980-ი­ან წლებ­ში, ან­სამ­ბლის გას­ტრო­ლი­სას დარ­ბა­ზი­დან წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნეს: ბა­ტო­ნო გი­ა, რა გან­სხვა­ვე­ბაა თქვენს ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ა­სა და გა­ტა­ცე­ბას შო­რი­სო. გი­აც არ და­იბ­ნა: სცე­ნა­ზე გი­ტა­რა მი­ჭი­რავს ხელ­ში, სა­ე­ქი­მო კა­ბი­ნეტ­ში კი ...-ო.

გი­ორ­გი ბე­როშ­ვი­ლი: - სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კი­დან ყვე­ლა­ფერს ვერ გი­ამ­ბობთ, ვერც თქვენ და­წერთ. ერთ ამ­ბავს კი გა­ვიხ­სე­ნებ: ბევრ წყვილს აქვს პირ­ვე­ლი ღა­მის პრობ­ლე­მა და დღე­ის­თვის ამის და­საძ­ლე­ვად ანუ ერექ­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად უამ­რა­ვი პრე­პა­რა­ტი არ­სე­ბობს, ოღონდ კუ­რი­ო­ზი, რო­მელ­საც მო­გიყ­ვე­ბით, იმ პე­რი­ოდ­ში შეგ­ვემ­თხვა, მხო­ლოდ ინი­ექ­ცი­ით რომ ვეხ­მა­რე­ბო­დით პა­ცი­ენ­ტებს. ეს ინი­ექ­ცია გარ­კვე­ულ ხანს მოქ­მე­დებ­და, თუმ­ცა სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი დრო იყო, მა­მა­კაცს რა­ი­მე რომ მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა პარ­ტნი­ორ­თან. მოგ­ვა­კითხა მა­მა­კაც­მა, რო­მელ­საც მე­უღ­ლეს­თან ჰქონ­და სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა, ამი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეს, ერ­თი დღით სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ. მა­მა­კაცს გა­ვუ­კე­თეთ ინი­ექ­ცია და ასე გა­ვის­ტუმ­რეთ. ერთ სა­ათ­ში უნ­და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და გა­ე­გე­ბი­ნე­ბი­ნა, მი­აღ­წი­ეს თუ არა შე­დეგს, რად­გან ინი­ექ­ცი­ას უკუჩ­ვე­ნე­ბაც ჰქონ­და: შე­იძ­ლე­ბა წამ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ერექ­ცია გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი­ყო და რა­ღაც და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა. მოკ­ლედ, მობ­რუნ­და მა­მა­კა­ცი და გვითხ­რა, ვე­რა­ფე­რი ვქე­ნი­ო, არა­და, წა­მა­ლი მოქ­მე­დებ­და, ქა­ლიც თა­ნახ­მა იყო სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირ­ზე, მაგ­რამ... რომ და­წო­ლი­ლან და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დაწყ­ე­ბუ­ლა, ნომ­რის კარ­ზე ბრა­ხუ­ნი აუ­ტე­ხიათ, კა­რი გაგ­ვი­ღე­თო. ეს კა­ცი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და წა­მომ­ხტა­რა, რა ხდე­ბა­ო? კარ­თან ფორ­მი­ა­ნე­ბი იდ­გნენ: ინ­ფორ­მა­ცია შე­მოგ­ვი­ვი­და, რომ ნო­მერ­ში მე­ძა­ვი გყავ­თო. გა­გი­ჟე­ბუ­ლა კა­ცი, უჩ­ვე­ნე­ბია ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბა (რა­ტომ­ღაც თან ჰქო­ნი­ა) და და­უ­ნე­ბე­ბი­ათ იმა­თაც თა­ვი, მაგ­რამ ამას აქ­ტი ვე­ღარ გა­უგ­რძე­ლე­ბი­ა. გა­ვუ­კე­თეთ თა­ვი­დან და კვლავ გა­ვის­ტუმ­რეთ. ერთ სა­ათ­ში ისევ უშე­დე­გოდ მობ­რუნ­და: საქ­მეს რომ შედ­გო­მი­ან, კვლავ ბრა­ხუ­ნი ამ­ტყდა­რა. ეს უკ­ვე სა­ბუ­თე­ბით მი­სუ­ლა კარ­თან და უნი­ფორ­მა­ში გა­მოწყ­ო­ბი­ლი ორი სან­ტექ­ნი­კო­სი დახ­ვედ­რი­ა, თქვენ­გან წყა­ლი ჩა­დის ქვე­მოთ, "ტრუ­ბა­ა" გამ­სკდა­რი­ო. ეს გა­გი­ჟე­ბუ­ლა: თა­ვი და­მა­ნე­ბეთ, მე თვი­თონ მაქვს "ტრუ­ბა" გამ­სკდა­რიო (ი­ცი­ნის). კვლავ გვთხო­ვა, კი­დევ ერ­თხელ მო­მეხ­მა­რე­თო. ვურ­ჩი­ეთ, კი­დევ რა­მე არ მოხ­დეს და ხვა­ლის­თვის გა­და­ვი­ტა­ნოთ"-თქო. - არა, თქვე­ნი ჭი­რი­მე, ახ­ლა კარ­თან სარ­თუ­ლის მო­რი­გე დავ­სვი, ჩე­მი ია­რა­ღი მი­ვე­ცი და 10 ნა­ბიჯ­ზე ვინც მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა კარს, შუბ­ლში ეს­ვრის ტყვი­ა­სო. მოკ­ლედ, მე­სა­მე ცდა­ზე ყვე­ლა­ფე­რი კე­თი­ლად დამ­თავ­რდა (ი­ცი­ნის)...

კუ­რი­ო­ზი არ არის, ცოლ­-ქმა­რი 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად რომ ცხოვ­რობს, ქა­ლი ისევ ქალ­წუ­ლია და აზ­რად არ მოს­დით, ექიმ­თან მი­ვიდ­ნენ? დღე­საც მო­დი­ან ასე­თი 7-წლი­ა­ნი, 4-წლი­ა­ნი წყვი­ლე­ბი. ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძე­სა და და­რე­ჯანს მოს­დი­ო­დათ ეგ­რე, მაგ­რამ მა­შინ სექ­სო­ლო­გი არ არ­სე­ბობ­და და ლუ­არ­სა­ბი ამ­ბობ­და, წი­თელ ღვი­ნო­ში ჭყუმ­პა­ლა­ობს ჩე­მი შვი­ლიო - ისიც არ იცო­და, ბავ­შვი სად ისა­ხე­ბო­და! მაგ­რამ XX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ან XXI სა­უ­კუ­ნე­ში მსგავ­სი რამ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

მახ­სოვს, 2 თვის შე­უღ­ლე­ბულ წყვილს ჰქონ­და მსგავსი პრობ­ლე­მა - მა­მა­კა­ცი აქ­ტის ჩა­ტა­რე­ბას ვერ ახერ­ხებ­და. მა­ღალ­მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნი­დან იყ­ვნენ, ჯერ კი­დევ შე­მო­ნა­ხუ­ლი რომ აქვთ არ­ქა­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი: პირ­ვე­ლი ღა­მის შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცია უნ­და გა­ვი­დეს, სექ­სი მოხ­და თუ არა. სამ­სა­ხურ­ში მო­ვიდ­ნენ "დამ­ნა­შა­ვე" - ახალ­გაზ­რდა ქმა­რი მე­უღ­ლით და 6 ცო­ლის­ძმით. მა­მა­კა­ცი ჯან­მრთე­ლი იყო და გა­დავ­წყვი­ტეთ მა­საც ინი­ექ­ცი­ით დავ­ხმა­რე­ბო­დით. - სრი­ა­ლობს, - გვე­უბ­ნე­ბა ვა­ჟი. ვერ მივ­ხვდით, რა "სრი­ა­ლობ­და" და სად. ფაქ­ტი­ა, სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ში სრუ­ლი­ად უცო­დი­ნა­რი იყო, მაგ­რამ "სრი­ა­ლობს" მარ­თლაც პირ­ვე­ლად გა­ვი­გო­ნეთ (ი­ცი­ნის). გა­ვუ­კე­თეთ ინი­ექ­ცია და გა­ვის­ტუმ­რეთ. მობ­რუნ­დნენ ცო­ტა ხან­ში და, - ისევ სრი­ა­ლობ­სო. არა­და, ერექ­ცია იყო. აშ­კა­რად ჩან­და, მა­მა­კა­ცი გა­მო­უც­დე­ლი იყო და არ იცო­და, ლო­გინ­ში რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. მოკ­ლედ, ანა­ტო­მია უნ­და გვეს­წავ­ლე­ბი­ნა მის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო­ში სექ­სო­ლო­გი­ის პატ­რი­არქს, პირ­ველ სექ­სო­ლოგს ბა­ტონ ირაკ­ლი (ი­რო­დი­ონ) ევ­დოშ­ვილს გა­უჩ­ნდა იდე­ა: რა­ხან "სრი­ა­ლობს", ზურ­გზე და­წე­ქი, ქა­ლიც ზურ­გზე და­აწ­ვი­ნე და გვერ­დუ­ლად ჩაჰ­კა­რი­ო. თვალ­სა­ჩი­ნოდ ადა­მი­ა­ნის აგე­ბუ­ლე­ბაც ვაჩ­ვე­ნეთ და არ ვი­ცი, მარ­თლა გვერ­დუ­ლად ჩაჰ­კრა თუ არა, ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით კი დას­რულ­და (ი­ცი­ნის).

მარიამ ლეჟავა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს