რამდენ კალორიას წვავს სიცივეში გატარებული 10 წუთი

რამდენ კალორიას წვავს სიცივეში გატარებული 10 წუთი

სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ  -15 გრადუს ტემპერატურაზე 10-15 წუთის გატარებისას ადამიანის ორგანიზმში ისეთივე ჰორმონალური ცვლილებები ხდება, რაც ერთსაათიანი ფიზიკური ვარჯიშისას.

ეს ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმს საშუალებას აძლევს, ე.წ. ყავისფერი ცხიმი გამოიმუშავოს, რომელიც ენერგიას წვავს, ანუ გვაიძულებს გავხდეთ. 

ცნობილია, რომ ყავისფერი ცხიმის 50 გრამს, დღეში 300 კალორიის დაწვა შეუძლია. ამ რაოდენობის ენერგიას თეთრი ცხიმის 50 გრამი შეიცავს, რომელშიც ენერგია გროვდება.

კვლევის ხელმძღვანელის, პოფესორ პოლ ლის თქმით, ორგანიზმი ან თუ დავაზუსტებთ, დაბალ ტემპერატურაზე მოკანკალე კუნთები ორ ჰორმონს გამოიმუშავებენ: ირისინს, რომელიც მხოლოდ 2012 წლის დასაწყისში აღმოაჩინეს და FGF21-ს, რომლებიც თეთრ ცხიმს ყავისფერად აქცევენ.

ექსპერიმენტის დროს მოხალისეთა კუნთოვანი ქსოვილი -15 გრადუს ტემპერატურაზე 10-15 წუთიანი კანკალის შემდეგ იმდენივე ირისინსა და FGF21-ს გამოყოფდა, რამდენიც ველოტრენაჟორზე ერთსაათიანი ვარჯიშის შემდეგ გამოიყოფა.

მომზადებულია Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს