მეძავის მუშაობის ყველა დეტალი - რა ხდება ამსტერდამში პროსტიტუციის მუზეუმში

მეძავის მუშაობის ყველა დეტალი - რა ხდება ამსტერდამში პროსტიტუციის მუზეუმში

მსოფლიოში პირველი პროსტიტუციის მუზეუმი "წითელი ფარნების კვარტალის საიდუმლოებები" ამსტერდამში 6 თებერვალს გაიხსნა.

იდეის ავტორები ირწმუნებიან, რომ იქ მეძავების მუშაობის ყველა ის დეტალი იქნება ნაჩვენები, "რომლებზეც კითხვის დასმა ერიდებათ". კერძოდ, სტუმრებს მოუყვებიან, ვინ მიდის ბორდელში სამუშაოდ და როგორია ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.

ექსპოზიცია მოიცავს უძველესი დროიან თანამედროვეობამდე ამ პროფესიის ევოლუციას, როგორ იცვლებოდა მეძავების სამუშაო ინსტრუმენტები, პრეზერვატივები და სექს-სათამაშოები. მუზეუმის ერთ-ერთი შენობა BDSM-პრაქტიკის ექსპოზიციას ეთმობა. აქ არის ოთახი, რომელიც "ლუქს კლასის" პროსტიტუციას ეძღვნება, ასევე დარბაზი, რომელიც "ღარიბი მეძავების" ცხოვრებას აჩვენებს.

გარდა ამისა, მაყურებლებს შეუქმნიან წარმოდგენას, როგორია, იდგე ბორდელის მინის ვიტრინაში, რომ კლიენტები მოიზიდო.

ადგილობრივი მთავრობის აზრით, ასეთი მუზეუმის შექმნა ტურისტებს მეძავების რთული სამუშაოს თავისებურებების გაგებაში დაეხმარება, რამაც თავის მხრივ, ადამიანებში მეძავებისა და მათი სამუშაოს მიმართ პატივისცემა უნდა გამოიწვიოს.

ამსტერდამში, წითელი ფარნების კვარტალში ლეგალურად დაახლოებით 7 000 ადამიანი მუშაობს. მათი უმეტესობა ნიდერლანდებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩავიდა.

ამსტერდამში პროსტიტუცია ლეგალურია და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად კონტროლდება: მეძავები გადასახადებს რეგულარულად იხდიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. წითელი ფარნების კვარტალი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს