კოლუმბიაში ასობით ახალგაზრდა ქუჩაში შარვლის გარეშე გამოვიდა

კოლუმბიაში ასობით ახალგაზრდა ქუჩაში შარვლის გარეშე გამოვიდა

კოლუმბიაში, ქალაქ მედელინში  უჩვეულო მსვლელობა - "უშარვლო დღე" გაიმართა. აქციაზე  ძირითადად, ახალგაზრდა მამაკაცები და გოგონები თვითგამოხატვის თავისუფლებისთვის გამოვიდნენ.

მსვლელობის ორგანიზება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მოხდა. კოლუმბიური პორტალ En Shock-ის ჟურნალისტების შეფასებით, მას 500 დემონსტრანტი ესწრებოდა.

ახალგაზრდები დათქმულ დროზე მედელინის ერთ-ერთ მოედანზე შეიკრიბნენ, შარვლები და ქვედაბოლოები ერთდროულად გაიხადეს და ქვედა საცვლებით ქალაქში სასეირნოდ გაემართნენ.

მსვლელობისას აქტივისტები მღეროდნენ და თვითგამოხატვის თავისუფლების აკრძალვის წინააღმდეგ ლოზუნგებს ყვიროდნენ.

"მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ვიცვამთ, მთავარია, ვინ ვართ სინამდვილეში",- განმარტა აქციის აზრი მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სებასტიან გარსიამ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია En Shock-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს