ყველაზე ექსკლუზიური რესტორანი - მაგიდა 5 წლით ადრე უნდა დაჯავშნოთ

ყველაზე ექსკლუზიური რესტორანი - მაგიდა 5 წლით ადრე უნდა დაჯავშნოთ

ამერიკაში მდებარე რესტორანი Damon Baehrel მსოფლიოში ყველაზე ექსკლუზიური დაწესებულებაა - თუ რესტორანში სადილობა გადაწყვიტეთ, 5 წლიანი ლოდინი მოგიწევთ.

რესტორანში მხოლოდ 12 მაგიდა და 18 სტუმრისთვის განკუთვნილი ადგილია. დაწესებულებაში მხოლოდ 1 ადამიანი, რესტორნის მფლობელი ბეიჰრელი მუშაობს. ყოველ ღამე სტუმრებისთვის სწორედ ის ამზადებს უგემრიელეს კერძებს. მართალია, მას მზარეულობის სპეციალური კურსები არ გაუვლია, მაგრამ როგორც სტუმრები ამბობენ, გრძელ რიგში დგომა ნამდვილად ღირს.

მან თავად ააშენა სამზარეულო და ყველა მნიშვნელოვანი ატრიბუტით მოაწყო. კერძების ღირებულება 255 დოლარია. თუ სასმელების ფასსაც გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ მენიუს საშუალო ხელფასით ვერ გაწვდებით. მაგიდის დაჯავშნა იმეილით ხდება. რესტორნის სტუმრები ჰოლივუდის ვარსკვლავები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს