მარტივი ვარჯიშები სექსუალური და გამხდარი თეძოებისთვის

მარტივი ვარჯიშები სექსუალური და გამხდარი თეძოებისთვის

მოშვებული მუცლით და ცელულიტიანი თეძოებით ჯინსის გარდა, ვერაფერს მოიხდენთ. დროა,  კილოგრამები დაიფერთხოთ - ამაში ეს მარტივი ვარჯიშები დაგეხმარებათ.

როგორც ფიტნესინსტრუქტორები ამბობენ, ამ მარტივი ვარჯიშების მთავარი არსი იმაშია, რომ თითოეული რჩევა ზედმიწევნით შეასრულოთ და ზუსტად ისევე ივარჯიშოთ, როგორც ფოტოებზეა ასახული. ამასთან, ოთხივე ვარჯიში მხოლოდ 15 წუთს წაგართმევთ. დამწყებთათვის რეკომენდებულია, რომ ვარჯიშები 15-ჯერ ან 20-ჯერ გააკეთონ, ხოლო ვინც აქტიურად ვარჯიშობს და კუნთები დატვირთვას შეჩვეულია 25-30-ჯერ გაკეთება არ გაუჭირდება.

ფოტო A: ისე დადექით, რომ ფეხები მხრების სიგანეზე გაშალოთ. ფეხის წვერებიც განზე გქონდეთ, ისევე როგორც რობოტია ფოტოზე გამოსახული. ფოტო B: დაბლა ნელა დაეშვით, წარმოიდგინეთ, რომ სკამზე ჯდებით. შემდეგ საწყის პოზიციას დაუბრუნდით.

ფოტო A: ფეხის წვერები ოდნავ განზე, ხოლო ქუსლები ერთმანეთს მიატყუპეთ. ხელები თეძოს უნდა ეხებოდეს. შემდეგ დადექით ფეხის წვერებზე. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ სწორ პოზას. თუ წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, ეს ვარჯიში კედელთან გააკეთეთ. ფოტო B: შემდეგ დაბლა დაიხარეთ. ამ დროს აუცილებელია, რომ ქუსლები ერთად გქონდეთ და დაბლა დახრისას მუხლები ერთმანეთს არ ეხებოდეს.

ფოტო A: დადექით სწორად - ხელის გულები თეძოებს მიატყუპეთ, ფეხის ტერფები სწორად დადგით. ამ ვარჯიშისთვის ბურთი დაგჭირდებათ. ბურთი ფეხებს შორის მოათავსეთ, მნიშვნელოვანია, ბურთი მუხლებს ზემოთ იყოს. ფოტო B: დაბლა უნდა დაიხაროთ და ისეთი პოზა უნდა შეინარჩუნოთ, რომ ბურთი იატაკზე არ დავარდეს.

ფოტო A: ფეხები მხრების მიღმა ფართოდ გაშალეთ, ფეხის წვერებიც განზე. ხელში ჰანტელი დაიჭირეთ. ჰანტელი მუცლის პირდაპირ ვერტიკალურად დაიჭირეთ. ფოტო B: როდესაც დაბლა დაიხრებით, პარალელურად ჰანტელი მაღლა მკერდის გასწვრივ უნდა ასწიოთ.

მომზადებულია realsimple.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს