ბრიტანეთის ტარაკნებით სავსე ციხეში პატიმრებმა მათი ჭამა დაიწყეს

ბრიტანეთის ტარაკნებით სავსე ციხეში პატიმრებმა მათი ჭამა დაიწყეს

ბრიტანეთის ერთ-ერთ იხეში, რომლის ხელმძღვანელობას ინსპექტირების ორგანოებმა არაერთხელ მოსთხოვეს, ტარაკნები მოესპოთ, პატიმრებმა მწერების საკვებად გამოყენება დაიწყეს.

ლივერპულში მდებარე ციხის ერთ-ერთმა პატიმარმა, 43 წლის ნეილ ჰარისონ-სკოტმა ბრიტანეთში მსჯავრდებულების ერთადერთი გაზეთის Inside Time-ის საშუალებით მკითხველს ტარაკნების მომზადების საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

კულინარიულ ექსპერიმენტები პატიმარს რეალითი-შოუ "I'm A Celebrity... Get Me Out Of Here!"-მა შთააგონა.

ჰარისონ-სკოტის თქმით, ციხის ღარიბ რაციონში მისი საყვარელი "სადილი" სწორედ ტარაკანია. მწერების ხაფანგად იგი ჩიფსების პაკეტს იყენებს. მამაკაცი მას იატაკზე დებს, სინათლეს აქრობს და გარკვეული დრო ელოდება, შემდეგ ხურავს პაკეტს, რომელიც ამ დროისთვის ტარაკნებითაა სავსე.

"თქვენ შეგიძლიათ ისინი ჩაიდანში ან კონსერვის ქილაში მოხარშოთ",- წერს პატიმარი და იქვე დასძენს, რომ ყველაზე გემრიელი ტარაკანების "ქაბაბია". მსჯავრდებულის თქმით, ამისთვის, უნდა ავიღოთ თხელი გრძელი ნაფოტი, მასზე ორი-სამი ტარაკანი დავსვათ და შოკოლადის გამდნარ ფილაში ამოვავლოთ. ამ შემთხვევაში ტარაკნები თხილის გემოს მიიღებენ, - ყვება შთაბეჭდილებებს ჰარისონ-სკოტი.

ლივერპულის ციხეში 1 500 პატიმარია. 2003 წელს, ციხის შემოწმების შემდეგ, ინსპექტორებმა განაცხადეს, რომ მსჯავრდებულების პირადი ჰიგიენის ადგილები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ამასთან, პატიმრებს ბანაობის უფლება კვირაში მხოლოდ ერთხელ აქვთ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს