პაკისტანში პორნოგრაფიული ფილმის ჩვენების გამო კინოთეატრი ააფეთქეს

პაკისტანში პორნოგრაფიული ფილმის ჩვენების გამო კინოთეატრი ააფეთქეს

პაკისტანში, პეშავარში მდებარე კინოთეატრი The Shama, რომელიც ერთადერთი ადგილი იყო ქვეყანაში, სადაც პორნოგრაფიულ ფილმებს აჩვენებდნენ, 3 ყუმბარით ააფეთქეს.

აფეთქებისას დარბაზში ფილმს 80 ადამიანი უყურებდა. აფეთქებას 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დანარჩენებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს, 20-ზე მეტი დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ეს კინოთეატრი ერთადერთი ადგილი იყო, რომლის ხელმძღვანელობაც თალიბების მკაცრ წესებს უგულებელყოფდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ააფეთქა კინოთეატრი.

ისლამისტი ექსტრემისტები კინოთეატრს განიხილავენ, როგორც ცოდვის წამქეზებელ ადგილს, რომელიც დასავლური გართობის იდეებს მიესალმება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს