ნევ­რო­ზი - ნე­ბის­ყო­ფის გა­მოც­და

ნევ­რო­ზი - ნე­ბის­ყო­ფის გა­მოც­და

ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნევ­რო­ზი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამას მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­ნით და სხვა­დას­ხ­ვა ყო­ფი­თი პრობ­ლე­მით ხსნი­ან. მე­დი­კოს­თა აზ­რით, ნევ­რო­ზი გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თ­რის თვე­ებ­ში მწვავ­დე­ბა, რა­საც მზის ნაკ­ლე­ბო­ბა და ხში­რად არამ­ყუდ­რო გა­რე­მო იწ­ვევს. გვე­სა­უბ­რე­ბა ლია ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი, ნევ­რო­ლო­გი:

-  ნევ­რო­ზი სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით გვხვდე­ბა, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა. ზო­გა­დად, ნევ­რო­ზი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ფსი­ქო­გე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა. სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნევ­რო­ზუ­ლი მოშ­ლი­ლო­ბა საკ­მა­ოდ გახ­შირ­და ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ხში­რია ასე­ვე ამ და­ა­ვა­დე­ბის გამ­წ­ვა­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რად­გან ნევ­რო­ზის მქო­ნე ადა­მი­ანე­ბი იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თა­ვენ ექიმს, ცდი­ლო­ბენ ამ პრობ­ლე­მას თვი­თონ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ, რა­საც ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­დე­გი არ მო­აქვს.

-  რა სიმ­პ­ტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ნევ­როზს?

-  გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, შფოთ­ვა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, უძი­ლო­ბა. ასეთ ადა­მი­ა­ნებს ხში­რად სი­ცოცხ­ლის ხა­ლი­სიც კი ეკარ­გე­ბათ. ნევ­რო­ზი ყვე­ლა ასაკ­ში გვხვდე­ბა და მას სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მა ახა­სი­ა­თებს. ხში­რია ნე­ვრო­ზი ბავ­შ­ვ­თა ასაკ­ში და გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში.

-  რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ნევ­რო­ზი ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში?

-  ხშირ­მა ავად­მ­ყო­ფო­ბამ, ოჯა­ხურ­მა გა­რე­მომ, ანუ ოჯა­ხურ­მა კონ­ფ­ლიქ­ტებ­მა, რაც შემ­დ­გომ პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე მოქ­მე­დებს. გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში კი, რო­დე­საც მო­ზარ­დის ორ­გა­ნიზ­მი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ძვრებს გა­ნიც­დის, ნევ­რო­ზი ხში­რი მოვ­ლე­ნაა. ამი­ტომ ამ დროს მშობ­ლებ­მა მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნონ შვი­ლე­ბის მი­მართ, ეცა­დონ გა­ი­გონ "შვი­ლე­ბის ენა", რად­გან მა­თი ფსი­ქი­კა ამ ასაკ­ში ძა­ლი­ან ფა­ქი­ზია. ყვე­ლა­ნა­ი­რად უნ­და მო­ე­რი­დონ ოჯა­ხურ კონ­ფ­ლიქ­ტებს, აგ­რე­სი­ას, ბავ­შ­ვის გაკ­რი­ტი­კე­ბას და სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა მოზ­რ­დილ ადა­მი­ანებს, ნევ­რო­ზის მი­ზე­ზე­ბია: ხში­რი ან მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი, ოჯა­ხუ­რი თუ სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ტრა­ვმე­ბი. თუმ­ცა, ნევ­რო­ზის მი­ზე­ზი, შე­საძ­ლოა, ესა თუ ის ქრო­ნი­კუ­ლი ან გა­და­ტა­ნი­ლი მძიმ­ე და­ა­ვა­დე­ბაც იყოს. ზოგ­ჯერ ნევ­როზს ახა­ს­ია­თებს ისე­თი სიმ­პ­ტო­მე­ბი, რო­გო­რი­ც არის ოფ­ლი­ა­ნო­ბა, გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბა, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვა და სხვ.

-  აუცი­ლე­ბე­ლია ამ დროს ექი­მის ჩა­რე­ვა?

-  ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში კარ­გია, თუ ექი­მი დრო­უ­ლად ჩა­ე­რე­ვა. მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებს თა­ვის პრობ­ლე­მას და შეს­წევს უნა­რი, თა­ვად გა­უმ­კ­ლავ­დეს მას, უნ­და სცა­დოს. ამის­თ­ვის კი პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა დას­ვე­ნე­ბა, გა­რე­მოს შეც­ვ­ლა, მე­ტი ჟან­გ­ბა­დი - ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში სე­ირ­ნო­ბა, სპორ­ტი.

-  რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ნევ­რო­ზი დეპ­რე­სი­ის­გან?

-  თვი­თონ ტერ­მი­ნი "დეპ­რე­სია" დათ­რ­გუნ­ვას ნიშ­ნავს. ეს არის ფსი­ქი­კუ­რი მოშ­ლი­ლო­ბა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი, ასე­ვე ვე­გე­ტა­ტი­უ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბი. ვე­გე­ტა­ტი­უ­რი­დან გა­მო­ყო­ფენ - თავ­ბ­რუხ­ვე­ვას, ძი­ლის დარ­ღ­ვე­ვას, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას, გუ­ლის რიტ­მის დარ­ღ­ვე­ვას, ფსი­ქი­კუ­რი სიმ­პ­ტო­მე­ბი­დან კი - ში­ნა­გან ღელ­ვა­სა და შიშს, აპა­თი­ას, გულ­გ­რი­ლო­ბას გა­რე სამ­ყა­რო­სად­მი, სი­ცოცხ­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სის მკვეთრ დაქ­ვე­ი­თე­ბას. ხში­რად დეპ­რე­სი­ას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა ან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხ­და­რი ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნა იწ­ვევს (ახ­ლობ­ლის და­კარ­გ­ვა, ოჯა­ხის დან­გ­რე­ვა). თუმ­ცა დეპ­რე­სია შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­გ­ვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შეც გან­ვი­თარ­დეს, მაგ­რამ მი­სი წი­ნა­პი­რო­ბა მა­ინც არის ის გა­რე­მო, რო­მელ­შიც ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა უხ­დე­ბა - ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მო, მო­ნო­ტო­ნუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, დეპ­რე­სია 40 წელს გადაცილებულ ქა­ლებ­ში უფ­რო ხში­რია, ვიდ­რე ამა­ვე ასა­კის მა­მა­კა­ცებ­ში. ხში­რად გვხვდე­ბა დეპ­რე­სია დი­ა­სახ­ლი­სებ­შიც, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თ­ფე­როვ­ნად ცხოვ­რო­ბენ, მთლი­ა­ნად ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში და გა­რეთ იშ­ვი­ა­თად გა­მო­დი­ან.

-  იკურ­ნე­ბა დეპ­რე­სია?

-  უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში იკურ­ნე­ბა და სრუ­ლი გა­მო­ჯან­სა­ღე­ბის შან­სიც არ­სე­ბობს. მაგ­რამ ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ბევ­რი რამ, რო­გორც ნევ­რო­ზის, ასე­ვე დეპ­რე­სი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის ნე­ბის­ყო­ფა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რა თქმა უნ­და, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ასე­ვე გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის შეც­ვ­ლას.

-  ამ­ბო­ბენ, რომ რო­გორც ნევ­რო­ზის, ასე­ვე დეპ­რე­სი­ის ყვე­ლა­ზე კარ­გი წა­მა­ლი და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი ან სა­სი­ხა­რუ­ლო მოვ­ლე­ნაა.

-  მარ­თა­ლია, არა მარ­ტო ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის, არა­მედ სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­საც და­დე­ბით ემო­ცი­ებს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. სი­ხა­რუ­ლი და კარ­გი სი­ახ­ლე­ე­ბი იმუ­ნურ სის­ტე­მას აძ­ლი­ე­რებს. კარ­გი გან­წყო­ბის "შექ­მ­ნა" სა­სარ­გებ­ლოა ნევ­რო­ზი­სა და დეპ­რე­სი­ის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­კა­მენ­ტებს, ექი­მი მათ და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით ნიშ­ნავს. ასე­ვე, რო­გორც ზე­მოთ გითხა­რით, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს გა­რე­მოს გა­მოც­ვ­ლა, ბუ­ნე­ბა­ში სე­ირ­ნო­ბა, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყვა­ვი­ლე­ბის მოვ­ლა და ცხო­ვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც კი.

"ლამაზი თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა, რომ კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას ცდილობდა" - ანასტასია ხაჩიძის ემოციური წერილი დედას

იაკუძა - იაპონური მაფია შემზარავი ტრადიციებით, რომლის წევრებსაც მთელი სხეული ჰქონდათ მოხატული

როგორი იქნება მომავლის ქალაქი, რომელსაც იაპონიაში Toyota აშენებს