პურ-ფუნთუშეული - გამუდმებული დაღლილობის მიზეზი

პურ-ფუნთუშეული - გამუდმებული დაღლილობის მიზეზი

პურისა და ცომეულის გადაჭარბებული მოხმარება ადამიანში დაღლილობას და რეაქციების შენელებას იწვევს. მიზეზი ფქვილის ნაწარმის შემადგენლობაშია. ცნობილი ამერიკელი კარდიოლოგის, უილიამ დევისის თქმით, დღეს პურპროდუქტები ადამიანის რაციონის 30-50%-ს შეადგენს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არაა.

ექიმებმა დაასკვნეს, რომ თანამედროვე ადამიანები ხორბლისგან დამზადებულ ბევრ პროდუქტს მოიხმარენ. ხოლო მარცვლეულის თანამედროვე სახეობები გენმოდიფიცირებულ ცილა გლიადინს შეიცავენ, რომელიც დაღლილობას იწვევს. თეთრი პურის გადაჭარბებული მოხმარება ორგანიზმში უჯრედისის დეფიციტს იწვევს, ეს კი ტვინის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

გარდა ამისა, ცილა გლიადინის მოქმედება ოპიატების ეფექტს ჰგავს. ეს პროტეინი, რომელსაც პურ-ფუნთუშეულთან ერთად ვიღებთ, ააქტიურებს ტვინის რეცეპტორებს, რომელიც მადასა და საკვებიდან სიამოვნების მიღებაზე არის პასუხისმგებელი. ამიტომ ადამიანი უფრო მეტი კალორიის გამოყენებას იწყებს, რაც წონის მატებასა და სიმსუქნეს იწვევს.

მომზადებულია ЕвроСМИ-ს მიხედვით.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ