"ნუ დააგვიანებთ შვილის ყოლას" - მეცნიერების მტკიცებით დიდი შანსია, ასაკოვანი მამები "მუტანტ სპერმას" ატარებდნენ

 "ნუ დააგვიანებთ შვილის ყოლას" - მეცნიერების მტკიცებით დიდი შანსია, ასაკოვანი მამები "მუტანტ სპერმას" ატარებდნენ

"ძალიან ნუ დააგვიანებთ შვილის ყოლას", - აფრთხილებენ მეცნიერები იმ მამაკაცებს, რომელთაც 40 წლის შემდეგ ახსენდებათ, რომ ოჯახი და შვილი უნდათ.

კვლევაში ბიოფარმაცევტული კომპანია Decode Genetics-ის მეცნიერთა ჯგუფი მონაწილეობდა. მეცნიერების თქმით, ასაკოვანი მამები ზრდიან რისკს, რომ შვილი ავადმყოფი დაიბადება - ყველაზე დიდი რისკფაქტორი აუტიზმი და შიზოფრენიაა. კაცის ასაკი სპერმის ხარისხზეც აისახება.

როგორც ჟურნალ Nature-ში დაბეჭდილ სამეცნიერო სტატიაში წერია, 40 წლის მამაკაცი 20 წლის ახალგაზრდასთან შედარებით, 2-ჯერ ზრდის შანსს, რომ მისი შვილი ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებით გაჩნდეს.

მეცნიერების თქმით, მამაკაცებისთვისაც იმავე დოზით წიკწიკებს ბიოლოგიური საათი, როგორც ქალებისთვის. წლების განმავლობაში გინეკოლოგები იკვლევდნენ კავშირს ასაკოვან მამებსა და დეფექტით დაბადებულ ჩვილებს შორის. მეცნიერებმა 78 ისლანდიელი მშობლისა და მათი შვილების დნმ გამოიკვლიეს. დედის ასაკს რისკთან ურთიერთობა არ ჰქონდა - შვილის დნმ-ში არსებული მუტაციის შემთხვევების მიზეზი მამა იყო.

"ტრადიციულად საზოგადოებას მიაჩნია, რომ დედის ასაკია მთავარი. თუმცა, შიზოფრენიისა და აუტიზმის პროვოცირების მთავარი წყარო მამის ასაკია და არა დედის", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გენეტიკური კვლევითი კომპანიის Decode Genetics-ის მეცნიერმა, ექიმმა კერი სტეფანსონმა.

კაცების ნაყოფიერების სფეროს წამყვანი სპეციალისტის, ექიმ ალან პეისის თქმით, "დროა გამოვიღვიძოთ და გავაცნობიეროთ ის საფრთხეები, რომელიც დაგვიანებულ მამობას მოჰყვება. ძალიან კარგად მესმის, თუ რატომ ცდილობენ ახალგაზრდა წყვილები შვილი გვიან გააჩინონ, მაგრამ ეს ცუდად აისახება ბიოლოგიაზე. კაცებს ვურჩევ, რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკში ჰყავდეთ შვილები და ნუ დაელოდებიან 50 წელს. ეს თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის უკეთესია".

მომზადებულია Nature-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს