მღვდელმა ჰომოსექსუალის ზიარებაზე უარი თქვა

მღვდელმა ჰომოსექსუალის ზიარებაზე უარი თქვა

გულით დაავადებული პაციენტი ამბობს, რომ კათოლიკე მღვდელმა მის ზიარებაზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ ის გეია.

რონალდ პლიშკამ, რომელიც მთელი ცხოვრება მორწმუნე კათოლიკე იყო, ექთანს სთხოვა, მისთვის მღვდელი მოეყვანათ. პაციენტი ვაშინგტონში მდებარე საავადმყოფო MedStar Washington Hospital Center-ში მკურნალობდა. როგორც მან განაცხადა, მღვდელი მის საწოლ ლოგინთან მივიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ რონალდი არატრადიციული ორიენტაციის იყო, ზიარებაზე უარი თქვა.

"მამა ბრაიან კოელომ რიტუალი მაშინ შეწყვიტა, როდესაც ვუთხარი, რომ გეი ვარ", - განაცხადა პაციენტმა.

როგორც გამოცემები წერენ, მღვდელს ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ სურს. მან არც ახსნა-განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეწყვიტა რიტუალი.

მოგვიანებით პაციენტი მეთოდისტმა პასტორმა აზიარა, რომელიც მას საავადმყოფოს ადმინისტრაციამ გაუგზავნა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს