წმინდანების უხრწნელი სხეულები (+8 ფოტო)

წმინდანების უხრწნელი სხეულები (+8 ფოტო)

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ეკლესიებში წმინდანების უხრწნელი სხეულები ინახება. მათი გარდაცვალებიდან წლების შემდეგაც კი სხეულები უხრწნელია.

წმინდა კეტრინ ლაბურე: კატრინ ლაბურე 1806 წელს დაიბადა. ოჯახში კეტრინთან ერთად 11 დედმამიშვილი იზრდებოდა. კეტრინი მხოლოდ 9 წლის იყო, როდესაც დედამისი გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, დედის დაკრძალვის შემდეგ კეტრინს მარიამ ღვთისმშობლის სკულპტურა აუღია და უთქვამს, რომ ახლა დედაჩემი შენ იქნებიო. კეტრინი სიცოცხლის ბოლომდე მედიცინის დად მუშაობდა და მისით კმაყოფილები იყვნენ როგორც პაციენტები, ისევე მონაზვნები. მას ხშირად ჰქონდა ხილვები. კეტრინი 1876 წელს გარდაიცვალა. 1933 წელს მისი სხეულის ექსჰუმაცია მოხდა. ეკლესიამ კეტრინის სხეული უხრწნელად შეაფასა. ის პარიზში მდებარე ეკლესიაში Chapel of Our Lady of the Miraculous Medal მინის კუბოში განისვენებს. 1947 წელს რომის პაპმა პიუს XII წმინდანად შერაცხა.

წმინდა ბერნადეტი: ბერნადეტი 1844 წელს საფრანგეთში დაიბადა. მას პირველად ხილვა 14 წლის ასაკში ჰქონდა. მას ღვთისმშობელი მარიამი გამოეცხადა. საზოგადოების ყურადღება ბერნადეტს არ მოსწონდა, ამიტომ მონასტერში წავიდა, სადაც დავრდომილთა თავშესაფარი იყო. მოგვიანებით, 22 წლის ასაკში ნევერში მონაზვნებს შეუერთდა. სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა და საავადმყოფოში თანაშემწედ მუშაობდა. ბერნადეტი ტუბერკულიოზით დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 35 წლის ასაკში 1879 წელს გარდაიცვალა. რომის პაპმა პიუს XI ბერნადეტი წმინდანად 1933 წელს შერაცხა და მისი ხსენების დღედ 18 თებერვალი დააწესა. ბერნადეტის საბოლოო განსასვენებელი წმინდა გილდარდის მონასტერია. წმინდა ბერნადეტის სხეულის ექსჰუმაცია სამჯერ მოხდა: 1909, 1919 და 1925 წლებში. სამივეჯერ პროცესს ექიმები, მონაზვნები და მღვდლები ესწრებოდნენ.

პირველად სხეულის ექსჰუმაცია 1909 წელს მოხდა. ნევერის ეპისკოპოსისა და ეკლესიის წარმომადგენლების, ასევე ორი ექიმის მტკიცებით, მართალია თავზე გარკვეული ცვლილებები შეინიშნება და კრიალოსანი დაჟანგულია, მაგრამ საერთო ჯამში სხეული უხრწნელია - დაცულია ლპობისგან. ვიდრე ახალ განსასვენებლში დაკრძალავდნენ, ბერნადეტის სხეული განბანეს და ხელახლა შემოსეს. ეკლესიამ 1919 წელს საფლავი ხელახლა გათხარა. ექიმმა, რომელიც პროცესში მონაწილეობდა განაცხადა, რომ "სხეული პრაქტიკულად მუმიფიცირებულია. ზოგიერთ მონაკვეთში კანი გამქრალია, მაგრამ სხეულის დიდი ნაწილი კვლავ შენარჩუნებულია". 1925 წელს წმინდანის ექსჰუმაცია მესამედ მოხდა. მათ ნაწილები ამოიღეს და რომში გაგზავნეს. დროის სვლის გამო სახე დაობებული იყო, ამიტომ პარიზში მდებარე ფირმამ Pierre Imans ცვილისგან ნიღაბი დაამზადა, რომელიც დაფუძნებული იყო ანაბეჭდზე. მათ ეშინოდათ, რომ სახეზე მოშავო შეფერილობა, ჩაცვენილი თვალები და ცხვირი საზოგადოებისთვის უსიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებდა.

ბერი შარბელი: ბერი შარბელი, ბავშვობაში იოსეფ ანტოუნ მახლუფი 1828 წელს დაიბადა. 1851 წელს ოჯახი დატოვა და მონასტერში წავიდა, სადაც ბერად აღიკვეცა და სახელად შარბელი უწოდეს. 1875 წელს ნება დართეს, განდეგილად ეცხოვრა. სიკვდილამდე 23 წელი განდეგილად ცხოვრებაში გაატარა. ის 1898 წელს გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ბერი 24 დეკემბერს კათოლიკურ შობამდე 1 დღით ადრე გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის დღეს ძლიერი თოვლი იყო და ცა მუქი ღრუბლებით იყო დაფარული, მაგრამ როდესაც ეკლესიის მსახურებმა ბერის სხეული მონასტერში გადააბრძანეს გამოიდარა და ციდან ღრუბლები გაქრა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ბერის საფლავზე კაშკაშა სინათლე შენიშნეს. მონასტრის წინამძღვარმა საფლავი გახსნა და ნახა, რომ ბერის სხეული ჯერ კიდევ უხრწნელი იყო. ამ დღის შემდეგ მისი სხეულიდან სითხე მოედინება. 1950 და 1952 წლებში ბერის საფლავი კიდევ ერთხელ გახსნეს და ნახეს, რომ სხეული ისე გამოიყურება, როგორც ცოცხალი.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს