კომბოსტოს დიეტა - 10 დღეში მინუს 10 კილოგრამი

კომბოსტოს დიეტა - 10 დღეში მინუს 10 კილოგრამი

დიეტა 10 დღეში 10 კილოგრამის დაკლებას გპირდებათ. კომბოსტოს დიეტა არ არის ყველაზე სწრაფი, მაგრამ ძალიან ეფექტურია. გარდა დაბალკალორიულობისა, კომბოსტო შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და მცენარეულ ბოჭკოებს, რომლებიც მსხვილი ნაწლავის სტიმულირებას უწყობს ხელს.

სხვადასხვა სახეობის კომბოსტოსთვის დამახასიათებელია სხვადასხვაგვარი ენერგეტიკული ღირებულება, თუმცა კომბოსტოს დიეტა არ გზღუდავთ სახეობის არჩევანში (თქვენი გემოვნების მიხედვით აირჩიეთ და კულინარიული ფანტაზიაც მოიშველიეთ). თუმცა აუცილებელი პირობაა, იყოს ახალი, საღი კომბოსტო.

კიდევ უფრო დაბალი კალორიულობა აქვს მჟავე კომბოსტოს. სწორედ ეს რეკომენდაცია აქვს ამ დიეტას - სამ დღეში ერთხელ ჩვეულებრივი კომბოსტო მჟავეთი უნდა შეცვალოთ.

კომბოსტოს დიეტა არ ზღუდავს

კომბოსტოს დიეტა საკმაოდ მკაცრია, თუმცა თუ შიმშილმა შემოგიტიათ, შეუზღუდავად შეიძლება მიირთვათ კომბოსტოს ფურცლები. ასევე შეუზღუდავად შეიძლება დალიოთ მწვანე ჩაი ან არაგაზირებული და მინერალური წყალი - დღეში მინიმუკ 1,2 ლიტრი. დილიდან მენიუში შეიტანეთ ყავა - რაც თითქმის ყველა სწრაფი დიეტის მოთხოვნაა, ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ყავა აჩქარებს გაცვლით პროცესებს, რაც იმავდროულად ზედმეტი წონის დამატებით დახარჯვას გულისხმობს.

კომბოსტოს დიეტა ზღუდავს

მთელი 10 დღის განმავლობაში საკვებში არ შეიძლება შაქრისა და მარილის გამოყენება. აკრძალულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლი. არავითარი პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი.

კომბოსტოს დიეტის ხანგრძლივობა 10 დღეა - ამ დროის განმავლობაში ყველა რეკომენდაციის დაცვისას გარანტირებულია 6-დან 10 კილოგრამამდე დაკლება, ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებების მიხედვით.

დიეტის გამეორება შეიძლება მხოლოდ 2 თვის შემდეგ.

კომბოსტოს დიეტის მენიუ 10 დღეზე

საუზმე: მწვანე ჩაი ან ყავა (უშაქრო), არაგაზირებული და მინერალუტი წყალი.

სადილი: უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი ზეთით (უმჯობესია, ზეითუნის). მოხარშული საქონლის ხორცი, ქათმის ან ნაკლებცხიმიანი თევზი - 200 გრამამდე.

ვახშამი: უმი კომბოსტოს სალათი, ერთი მწყრის კვერცხი (ანნახევარი ქათმის კვერცხი), ერთი ვაშლი ან ნებისმიერი სხვა ხილი (ბანანის გარდა).

დაძინებამდე არაუგვიანეს ორი საათით ადრე - ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი.

კომბოსტოს სალათი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის წვნიანით. წვნიანის რაოდენობა ასევე არ არის შეზღუდული.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს