რქებდადგმულმა ქმარმა ყოფილი მეუღლის ინტიმური ფოტოები მთელ ქალაქში გააკრა

რქებდადგმულმა ქმარმა ყოფილი მეუღლის ინტიმური ფოტოები მთელ ქალაქში გააკრა

46 წლის ედინბურგელმა იან კატბერტმა მეუღლეს ღალატი ვერ აპატია. დამცირებასა და წყენას რომ გამკლავებოდა, მამაკაცმა მოღალატე ცოლის, 34 წლის ელისონის ინტიმური ფოტოები დაბეჭდა და მთელ ქალაქში გააკრა. მას განცხადებების დაფაც კი არ გამოუტოვებია, რომელიც ადგილობრივ სკოლაშია დამონტაჟებული.

იანისა და ელისონ კატბერტის ქორწინებამ ერთი წელიც ვერ გაძლო. წყვილი ერთმანეთს 2013 წლის მარტში დაშორდა, მაგრამ განქორწინებამდე ელისონმა მეუღლისგან გადასვლა მოასწრო. ქალის მეგობრების თქმით, მათ ვერც კი მოასწრეს შეჩვევა, რომ ელისონი გათხოვდა.

იანის თქმით, ელისონი მას მის საკუთარ სახლში ღალატობდა.

ფოტოებმა პოლიციელების ყურადღება მიიპყრო, ისინი ელისონს დაუკავშირდნენ. შედეგად, ელისონმა ყოფილ ქმარს სასამართლოში უჩივლა.

სამართალდამცავებმა იან კატბერტის ქმედება დევნად და პირად ცხოვრებაში ჩარევად მიიჩნიეს. გარდა ამისა, მამაკაცი საბავშვო დაწესებულების სიახლოვეს უხამსი ფურცლების გავრცელებისთვისაც გააფრთხილეს.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს