10 ყველაზე უჩვეულო დედა მსოფლიოში (+ფოტო)

10 ყველაზე უჩვეულო დედა მსოფლიოში (+ფოტო)

1.დედა, რომელმაც ყველაზე პატარა ბავშვი გააჩინა

მაჰაჯაბინა შეიხმა რამაშა რაჰმანი 2004 წლის 19 სექტემბერს გააჩინა. ბავშვი დაბადებისას 243,81 გრამს იწონდა და 10 სანტიმეტრი იყო. რამაშა მსოფლიოში ყველაზე პატარა ახალშობილია. ჩვილი ორსულობის 25-ე კვირას გაჩნდა.

რამაშის დაბადებამდე მშობიარობის შემდეგ გადარჩენილი ყველაზე პატარა ბავშვი მადლენ მანი იყო, რომელიც 1989 წელს დაიბადა და რამაშზე 37 გრამით მეტს იწონიდა.

რამაშს ტყუპი და ჰყავს რომლის წონამ დაბადებისას 567 გრამი შეადგინა.

ლაიოლის უნივერისტეტის სამედიცინო ცენტრის მესვეურთა განცხადებით, ამჟამად ის ცოცხალი და ჯანმრთელია.

2. მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი დედა

ინდოელი რაიო დევილ ლოჰანი 40 წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, პირველად დედა 70 წლის ასაკში გახდა. ბავშვი 2008 წელს დაიბადა და თავს შესანიშნავად გრძნობს.

3. ყველაზე მრავალშვილიანი დედა მსოფლიოში

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე მრავალშვილიანი დედა რუსი ქალია.

ის მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა. მასზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალაქ შუიაშის მკვიდრი და "ფედორ ვასილევის მეუღლე" იყო. 27 ორსულობიდან ქალს 69 ბავშვი შეეძინა.

4. ყველაზე მხცოვანი დედა, რომელმაც ტყუპი გააჩინა

ვაჟის ყოლის სურვილმა 70 წლის ომკარი პანვარს ორმაგი ბედნიერება მოუტანა. მას ტყუპი ვაჟი შეეძინა. იმისთვის, რომ ხელოვნური განაყოფიერება გაეკეთებინა, ოჯახმა თითქმის მთელი ქონება გაყიდა. ქალს ორი ქალიშვილი და ხუთი შვილიშვილი უკვე ჰყავდა, მაგრამ მის 77 წლის მეუღლეს არან სინგჰ პანვარს მემკვიდრე სურდა და შედეგად, ორი მიიღო.

5.ყველაზე ნაყოფიერი სუროგატი დედა მსოფლიოში

42 წლის კეროლ ჰორლოკმა, როგორც სუროგატმა დედამ, ნაყოფიერების მხრივ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 13 წელიწადში მან გააჩინა 12 ბავშვი, მათ შორის - სამი ტყუპი. ერთ-ერთ ტელეგადაცემასთან ინტერვიუში ქალმა აღიარა, რომ სუროგატ დედობას მხოლოდ ერთხელ აპირებდა, მაგრამ შემდეგ გაჩერება ვერ შეძლო. პლუსად იგი მატერიალურ მხარეს (25-30 ათასი დოლარი ბავშვზე), ხოლო მინუსად დილის გულისრევას, წოლის რეჟიმს, და საკეისრო კვეთას ასახელებს. კეროლი აღიარებს, რომ სუროგაცია მისთვის სამუშაოდ იქცა.

6. ყველაზე ახალგაზრდა დედა მსოფლიოში

სამედიცინო პრაქტიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზდა დედა ლინა მედინაა. იგი 5 წლისა და 7 თვის იყო, როდესაც გააჩინა.

საავადმყოფოს გოგონას მშობლებმა ლინას გაზრდილი მუცლის გამო მიმართეს და გაოგნდნენ, როდესაც აღმოჩნდა, რომ იგი 7 თვის ორსული იყო. თვენახევრის შემდეგ საკეისრო კვეთით ლინამ ბიჭუნა გააჩინა. ექიმებმა ეს ფენომენი დეტალურად შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ გოგონამ სქესობრივ მომწიფებას უკვე 4 წლის ასაკში მიაღწია.

7. ერთდროულად 8 შვილი გააჩინა

ნადია დენიზ დაუდ-სულემან გუტერესმა 2009 წლის იანვარში ერთდროულად 8 ბავშვი გააჩინა. ეს ერთდროულად რვა ბავშვის წარმატებულად გაჩენის მეორე შემთხვევაა. მანამდე მსგავსი რამ 1998 წელს, აშშ-ში მოხდა. აღსანიშნავია, რომ მრავალშვილიანი დედა უმუშევარია, ბავშვები ხელოვნური გზით ჩაისახნენ, სახლში კი მას კიდევ 6 შვილი ელოდებოდა.

8. მსოფლიო რეკორდი მშობიარობებს შორის დროის სხვაობით

ელიზაბეტ ენ ბატლმა მშობიარობებს შორის დროის სხვაობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სხვაობამ 41 წელი შეადგინა. მისი პირველი გოგონა 1956 წლის 19 მაისს დაიბადა, მეორე მან 60 წლის ასაკში გააჩინა. ბიჭუნას იოსიფი დაარქვეს.

9. პირველი ორსული მამაკაცი მსოფლიოში

ტომასი ქალად დაიბადა და მას ტრეისი ლაგონდინო ერქვა, მაგრამ 10 წლის ასაკში მიხვდა, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობდა და ცხოვრების მიზნად ქალად გახდომა დაისახა. ტომასმა ბევრი ოპერაცია და ჰორმონალური თერაპია ჩაიტარა, მაგრამ ქალის რეპროდუქციული ორგანოები შეინარჩუნა.

2007 წელს ხელოვნური განაყოფირების საშუალებით დაორსულდა, დონორი მისი მეუღლე ნენსი ბიტი იყო.

2008 წლის 3 ივლისს სიუზენ ჯულეტა ბიტი დაიბადა. ერთი წლის შემდეგ ტომასმა კიდევ ერთი ბავშვი გააჩინა, ამჯერად ბიჭუნა.

10. ყველაზე მინიატურული დედა მსოფლიოში

სიმაღლით ყველაზე პატარა დედა მსოფლიოში მალე მესამე შვილს გააჩენს, მიუხედავად ექიმების გაფრთხილებისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

აშშ-ში, კენტუკის შტატში მცხოვრები 35 წლის სტეისი ჰერალდი 72 სანტიმეტრია. ექიმებმა მას თავიდანვე უთხრეს, რომ სრულად ჩამოყალიბებულ ნაყოფს მისი მოკვლა შეუძლია, რადგან მისი შინაგანი ორგანოები ძალიან პატარაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტეისიმ უკვე ორი შვილი გააჩინა.

სტეისის ოსტეოგენეზი აწუხებს და დროის უმეტეს ნაწილს ეტლში ატარებს, ამიტომ ყველა მოვალეობა მამას აკისრია, რომლის სიმაღლე 1.73 სანტიმეტრზე მეტია.

მომზადებულია unnatural.ru-ს მიხედვით.

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

"მელოტა ისვენებს" - რა პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქში" სალომე ზურაბიშვილმა და რა არის მელოტა, რომლის გამოც პრეზიდენტი სოცქსელების დღის გმირია

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი