სომალელ გოგონებს ქალთა წინადაცვეთის უარყოფისკენ მოუწოდებენ

სომალელ გოგონებს ქალთა წინადაცვეთის უარყოფისკენ მოუწოდებენ

ტრადიცია, რომელიც მსოფლიოს შოკში აგდებს. ქალთა წინადაცვეთა - ოპერაცია, რომლის მსვლელობისას ხორციელდება ქალთა გენიტალიების ამოკვეთა, ან ტრავმირება. ოპერაციის დროს ქალს (გოგონას) აჭრიან გარეთა სასქესო ორგანოებს იმისთვის, რომ მან ვეღარ მიიღოს სექსუალური კმაყოფილება და ამგვარად, პარტნიორის ერთგული დარჩეს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ოპერაცია ადამიანის ფსიქიკისა და ჯანმრთელობის დასახიჩრებას იწვევს და გოგონებს ამ ტრადიციაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. ამ თემაზე საჯარო დისკუსია სკოლაში Sheik Nuur გაიმართა. დისკუსია UNICEF-ის კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდა გოგონებს წინადაცვეთის, ადრეული ქორწინებისა და მშობიარობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

30 სომალელი თინეიჯერი - ბიჭებიცა და გოგონებიც აცნობიერებენ, რომ ეს ოპერაცია მავნებელია და საჭიროა, უარი თქვან. თუმცა, სომალელი ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ თუ წინადაცვეთაზე უარს იტყვიან, გაუთხოვრები დარჩებიან, რადგანაც "ბინძურ" ქალს ცოლად არავინ მოიყვანს.

"ეს ჩვენი ტრადიციაა და თუ გოგონა ამ პროცედურას არ დაემორჩილება, ვერ გათხოვდება", - დარდობს 17 წლის ასტმა იბრაჰიმ იაბრილი ჟურნალისტებთან საუბარში.

ქვეყანაში ქალთა წინადაცვეთის რამდენიმე ფორმა არსებობს - სომალელ თინეიჯერებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურა ქორწილამდე ვაგინის ამოკერვაა. გოგონები ამ ტრადიციას მისდევენ, რადგანაც ადგილობრივ მამაკაცებს ცოლად ქალწულები მოჰყავთ. შესაბამისად, თუ ბიჭი გაიგებს, რომ გოგონას ეს პროცედურა გაკეთებული არ აქვს, განიხილავს, როგორც ცოლობისთვის "შეუფერებელს". მიუხედავად იმისა, რომ წინადაცვეთის უარყოფით მხარეებზე ბევრი დაიწერა, მას ბევრი გოგონა მაინც მიმართავს.

2008 წლის მონაცემებით, აფრიკაში 140 მილიონი წინადაცვეთილი ქალი ცხოვრობს. ეს პრაქტიკა გავრცელებულია ეგვიპტეში, სუდანში, ეთიოპიაში, აგრეთვე საუდის არაბეთსა და ინდონეზიაში. სომალისა და მალიში ქალთა 80%-ს ჩაუტარეს ეს პროცედურა. ეს პროცედურა დამახასიათებელია რამდენიმე თემისთვის, ფილიპინებში, მალაიზიასა და პაკისტანში. იშვიათად გვხვდება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, იემენში, ომანსა და ბაჰრეინში. ლათინურ ამერიკაში ქალთა წინადაცვეთა ძირითადად გვხვდება ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკასა და პერუში.

აღსანიშნავია, რომ არცერთი რელიგია ამ პროცედურას არ მიესალმება. მუსლიმანები კრძალავენ ამ ოპერაციას. ამის მიუხედავად, ქალთა წინადაცვეთას ძირითადად ისლამურ სახელმწიფოებში ახორციელებენ. გაერთიანებულ სამეფოში ქალთა წინადაცვეთა აიკრძალა 1985 წელს, თუმცა დღემდე ხდება ამ პრაქტიკის გამოყენება. 1997 წლიდან ქალთა წინადაცვეთა აგრეთვე აიკრძალა ეგვიპტეშიც.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა

ივლისის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."