სიზმრად ნანახი სიუჟეტების მეცნიერული ახსნა

სიზმრად ნანახი სიუჟეტების მეცნიერული ახსნა

გთავაზობთ ყველაზე გავრცელებული 11 სიზმრის მეცნიერულ ახსნას. პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე ხშირად მსგავსი შინაარსის სცენები ესიზმრებათ.

ვარდნა: ფსიქოლოგების თქმით, სიმაღლიდან ვარდნას ყველაზე ხშირად ადამიანი მაშინ ხედავს, როდესაც სამსახურში, ან პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს.

კბილების ცვენა: ამ სიზმართან დაკავშირებით ფსიქოლოგებს განსხვავებული აზრი აქვთ. მაგალითად, ფსიქოლოგი იან ვოლესი კბილს სიძლიერისა და ნდობის ნიშნად აღიქვამს. მისი მტკიცებით, ადამიანს, რომელსაც ესიზმრება, რომ კბილებს კარგავს, საზოგადოების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული. ექიმ ლოურენსის აზრით, დაცვენილი კბილები ქალისთვის სურვილის ასრულების ნიშანია - მათ დაფეხმძიმება სურთ, ხოლო კაცისთვის სქესობრივი სტიმულაციის სურვილი.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შიშვლად ყოფნა: ეს სიზმარი შფოთვისა და ტკივილის ამსახველია. მას ადამიანები ხშირად ხედავენ მაშინ, თუ დააწინაურეს, ახალ სამსახურში გადავიდნენ, ან საჯარო პერსონები გახდნენ.

ტესტის შევსება: თუ როდესმე დაგსიზმრებიათ, რომ გამოცდას აბარებთ, ტესტს ავსებთ და სწორი პასუხის გახსენებას ცდილობთ, სტრესის ქვეშ ხართ. ექიმი ლაური ლოვენბერგი მსგავსი შინაარსის სიზმარს სამსახურში სტრესს უკავშირებს.

სიკვდილი: სიზმარში სიკვდილი, ან დაკრძალვის ცერემონიის ნახვა ასახავს სურვილს, ცხოვრებაში ერთხელ და სამუდამოდ რაღაც დამთავრდეს, დაგვირგვინდეს. ამასთან, მსგავსი შინაარსის სიზმარი ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად ადამიანს ახალი, სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დაწყება სურს.

ცნობილ ადამიანთან შეხვედრა: სიზმარში ცნობილი ადამიანის ნახვა საჯარო აღიარების სურვილია.

გესიზმრებათ, რომ მოგსდევენ: შეუძლებელია მსგავსი კოშმარის შემდეგ, გაღვიძებისას თავი ვინმემ კომფორტულად იგრძნოს, მაგრამ თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, შიშისგან ძილში დაღვრილი ოფლი პოზიტიურად დაგვირგვინდება. მათი აზრით, ეს არის იმის ნიშანი, რომ პიროვნება საბოლოოდ პრობლემას თვალებში ჩახედავს. როგორც წესი, მსგავს სიზმარს კაცებზე ხშირად ქალები ხედავენ.

პარტნიორის ღალატი: თუ სიზმარში შეყვარებულის, ან ქმრის პერანგზე პომადის კვალი ნახეთ, გაღვიძებისას ნუ იფიქრებთ, რომ შორსმჭვრეტელი ხართ. როგორც წესი, ასეთ სიზმარს ნახულობენ ის ადამიანები, რომელთა რომანტიკულ ურთიერთობასაც ნდობა აკლია.

ხედავ, რომ სადმე დაგაგვიანდა: თუ დაგსიზმრებიათ, რომ სამსახურში, ან უნივერსიტეტში დაგაგვიანდათ, ნიშნავს, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ. ვინმეს იმაზე მეტს ნუ დაპირდებით, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.

ფრენა: თუ დაგსიზმრებიათ, რომ ძალიან მსუბუქი ხართ და ჩიტივით ფრენა შეგიძლიათ, რეალურ ცხოვრებაში სიტუაცია კონტროლიდანაა გამოსული.

ფეხმძიმობა: ასეთ სიზმარს ხედავს ის ადამიანი, რომელსაც პრობლემები აქვს. 

მომზადებულია mentalfloss.com-ის მიხედვით.

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

შეიძლება თუ არა დავინფიცირდეთ კორონავირუსით საკვები პროდუქტებიდან - რას გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

"სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი