შეფიცული ქალწულები (+7 ფოტო)

შეფიცული ქალწულები (+7 ფოტო)

ალბანეთში, განსაკუთრებით კი ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებ ზოგიერთ ოჯახში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომელსაც Kanun-ი ჰქვია.

ეს არიან ქალები, რომლებმაც დაიფიცეს, რომ სექსუალური ცხოვრება არასდროს ექნებათ და სიცოცხლის ბოლომდე ქალწულები იქნებიან. ისინი კაცურად იცმევენ და ივიწყებენ, რომ ოდესღაც ქალად დაიბადნენ. უარს ამბობენ კაბებზე, პარფიუმერიაზე, შარვალსა და პიჯაკებში გამოწყობილნი დადიან, თმასაც მოკლედ იჭრიან და არასდროს ქორწინდებიან. ქალბატონები სახელსაც იცვლიან და ისე ცხოვრობენ, როგორც მამაკაცები.

მათთვის ნებადართულია დალევა, მოწევა, იარაღის ტარება. ალბანეთში ადრეულ ასაკში ქორწინდებიან. ქვეყანაში ქალის უფლებები დაკნინებულია და ძირითადად ბავშვების მოვლითა და დისახლისობით შემოიფარგლება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ზოგიერთ რეგიონში, სადაც ქალებს მუშაობა და მანქანის მართვა კატეგორიულად ეკრძალებათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს