ინდოეთში ორთავიანი ბავშვი გაჩნდა

ინდოეთში ორთავიანი ბავშვი გაჩნდა

ინდოეთის შტატ ჰარიანაში მცხოვრებმა 28 წლის ურმილა შარმამ სიამის ტყუპი გააჩინა.

ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ ქალმა ფეხმძიმობისას ულტრაბგერითი გამოკვლევა ვერ ჩაიტარა და მშობიარობამდე მხოლოდ 2 კვირით ადრე გაიგო, რომ სიამის ტყუპს ელოდებოდა.

პატარა საკეისრო კვეთით გაჩნდა და 3 კილოს იწონის. მას 2 თავი, 2 კისერი, 2 ხერხემალი, მაგრამ ერთი ტანი აქვს. ახალშობილი გოგონა ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა - გინეკოლოგების თქმით, ჩვილის გადარჩენის შანსი მცირეა.

"მშობლები ამ ამბით განადგურებულები არიან. ოჯახის გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებთ. პაციენტი ღარიბი ოჯახიდანაა და ის, რომ სიამის ტყუპზე იყო ფეხმძიმედ, მხოლოდ 2 კვირის წინ გავიგეთ - უკვე დაგვიანებული იყო, ვერაფერს გავაკეთებდით. ჩვილის გამოჯანმრთელებისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს", - ამბობს ექიმი შიკა მელიკი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს