ღვთისმშობლის სკულპტურა კაშკაშებს - მომლოცველთა ნაკადს პოლიცია აკონტროლებს

ღვთისმშობლის სკულპტურა კაშკაშებს - მომლოცველთა ნაკადს პოლიცია აკონტროლებს

სამხრეთ ბელგიაში მომლოცველთა ნაკადი არ წყდება სახლთან, სადაც ღვთისმშობლის სკულტურამ კაშკაში დაიწყო.

ბელგიის მუნიციპალიტეტ ჯალეში პოლიციის უფროსი იძულებული გახდა, მომლოცველთა დიდი ნაკადის გამო, დაცვა გაეძლიერებინა. ჯალე მშვიდი ქალაქია, მაგრამ რამდენიმე საათში ერთ-ერთ სახლს უამრავი ადამიანი მიაწყდა, რომ საკუთარი თვალით ენახათ მოკაშკაშე სკულპტურა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სკულპტურა სრულ სიბნელეში ასხივებს.

კათოლიკურმა ეკლესიამ ადგილზე წარმომადგენლები გაგზავნა, რათა ვითარება გამოეძიათ. ისინი ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუ რითია გამოწვეული სინათლე და აქვს თუ არა ამ მოვლენას რაიმე რელიგიური განმარტება.

ეს ფენომენი პირველად იანვრის შუა რიცხვებში შენიშნეს, მოვლენამ ათასობით ადამიანი მიიზიდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ზოგიერთი მომლოცველის მტკიცებით, სკულპტურამ ისინი ავადმყოფობისგან განკურნა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს