ერაყში 8 წლის გოგონებს გათხოვების ნება მისცეს

ერაყში 8 წლის გოგონებს გათხოვების ნება მისცეს

ერაყში ახალ კანონზე მუშაობენ, რომელიც 8 წლის გოგონებს გათხოვების უფლებას მისცემს.

ამ ინიციატივით აღშფოთებულები არიან როგორც ერაყელი, ასევე სხვა ქვეყნებში მცხოვრები მუსულმანი ქალები. მათი თქმით, მსგავსი კანონი ქალების უფლებებს აკნინებს. ერაყელი უფლებადამცველი აქტივისტი ჰანა ადვარი ამბობს, რომ "ეს კანონი წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობისა და ბავშვობის წინააღმდეგ. არასრულწლოვანი გათხოვილი გოგონები ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან".

ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ერაყში ქორწინებისთვის კანონიერად 18 წელი ითვლება, ხოლო 15 წლის ასაკში მხოლოდ მეურვის თანხმობის შედეგად ქორწინდებიან. თუმცა, ადრეული ქორწინება ქვეყანაში ახალი არ არის. ერაყის სოფლებში არასრულწლოვანების ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა.

ახალი კანონის მიხედვით, ცოლი ვალდებულია ქმარს სექსზე დათანხმდეს მაშინაც კი, თუ ქალს ეს არ სურს. კანონპროექტი ხელს შეუშლის ქალებს, რომ ქმრების ნებართვის გარეშე სახლი დატოვონ, ხოლო განქორწინების შემთხვევაში, შვილზე მეურვეობის უფლებას შეუზღუდავს.

კანონპროექტი ძალაში პარლამენტის რატიფიკაციის შემდეგ შევა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს